აიგულის ტბა (უკრ. Айгульське озеро), დიდი აიგულის ტბა (Велике Айгульське озеро) — მლაშე ტბა უკრაინაში, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში. სიგრძე 18 კმ, სიგანე 4,5 კმ, ფართობი 37 კმ², სიღრმე 0,1–0,3 მეტრი. ნაპირები, გარდა სამხრეთისა, 5–12 მეტრის სიმაღლისაა. ტბაში მრავალი მცირე ზომის კუნძულია. იკვებება ფსკერული წყაროებით, ატმოსფერული ნალექებითა და ზედაპირული ნაკადებით. წლის განმავლობაში მარილიანობა მერყეობს 140–220‰-ს შორის. ფსკერი დაფარულია 8–9 მეტრის სისქის ლამით. აიგულის ტბას იყენებენ სივაშის ყურიდან ამოქაჩული მარილ-პეჟოს შესანახად.[1]
სქოლიო
- ↑ Оліферов, А. М.. Айгульське озеро uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2001). ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი, 2023