სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. გთხოვთ, განაახლოთ ის და ასახოთ უახლესი მოვლენები. შემდეგ ამოშალეთ სტატიიდან ეს თარგი.
აზერბაიჯანის ეკონომიკური რეგიონები — აზერბაიჯანის რეგიონები, რომლებიც ხასიათდება გარკვეული ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდგომარეობით, ტერიტორიულ-სამეურნეო ერთიანობით, ბუნებრივი და ეკონომიკური პირობების თავისებურებით და ისტორიულად ჩამოყალიბებული საწარმოო სპეციალიზაციით.
1991–2021 წლების დაყოფა
1991–2021 წლებში აზერბაიჯანი დაყოფილი იყო 10 ეკონომიკურ რეგიონად (აზერ.İqtisadi rayon).[1]
ბაქო - აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ცენტრია.
ძირითადი ინდუსტრიები: საერთაშორისო ვაჭრობა, ნავთობის გადამუშავება, ქიმიური, საინჟინრო, საკვები, ტექსტილის მრეწველობა. ასევვე ვითარდება სამხედრო ინდუსტრია, მაღალტექნოლოგიური მრეწველობა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო[2][3].
2140
2204,2
1
აფშერონის რეგიონი - მოიცავს აფშერონისა და ხიზინის ადმინისტრაციულ რაიონებს, ასევე ქალაქ სუმგაითს. ძირითად მრეწველობას წარმოადგენს - ნავთობქიმიური, ქიმიური, მძიმე მრეწველობა, შავი და ფერადი მეტალურგია, ენერგეტიკა, მანქანათმშენებლობა, ელექტროტექნიკა, მსუბუქი და საკვები მრეწველობა, სამშენებლო მრეწველობა - სატრანსპორტო და საერთო ინფრასტრუქტურა[4].
3730
551,8
2
განჯა-ყაზახის რეგიონი - ძირითადად განვითარებული სოფლის მეურნეობა - კარტოფილის მოყვანა, მარცვლეულობა და მევენახეობა, ასევე არის რეგიონის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო სფერო. ასევე განვითარდა მებოსტნეობა, მეხილეობა და მესაქონლეობა.
არანის რეგიონი - ინდუსტრია რეგიონში ძირითადად განვითარებულია სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთში. ინდუსტრიების ძირითადი სფეროებია: ქიმიური, მანქანად მშენობა, მსუბუქი, კვების მრეწველობა და მრეწველობა, სამშენებლო მასალების წარმოება[7].
21 150
1936,0
7
ზემო ყარაბაღის რეგიონი - თითქმის მთლიანად მდებარეობს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლ ქვეშ. აზერბაიჯანის მიერ ნაჩვენები მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკა შეფასებითია და მოიცავს აზერბაიჯანში მცხოვრებ დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც იმყოფებიან მოცემული ეკონომიკური რეგიონის ფარგლებს გარეთ.
7330
653,5
8
ქალბაჯარ-ლაჩინის რეგიონი - მთლიანად მდებარეობს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლ ქვეშ. აზერბაიჯანის მიერ ნაჩვენები მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკა შეფასებითია და მოიცავს აზერბაიჯანში მცხოვრებ დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც იმყოფებიან მოცემული ეკონომიკური რეგიონის ფარგლებს გარეთ.
6420
244,0
9
მთიანი შირვანის რეგიონი - მოიცავს აღსუს, ისმაილის, გობუსტანის, შემახის ადმინისტრაციული რაიონები. ძირითადი მრეწველობა ამ რეგიონში წარმოადგენს მსუბუქ და საკვებ მრეწველობას.
6130
304,0
10
ნახიჩევანის რეგიონი - მოიცავს ქალაქ ნახიჩევანს, ბაბექის, ორდუბადის, ჯულფის, სადარაქსის, შაჰბუზის, შარურის, ქენგერლის ადმინისტრაციულ რაიონებს. ძირითადი მრეწველობა - მსუბუქი და საკვები მრეწველობა.