ავთანდილი — მნიშვნელობის მხრივ უკავშირდება სპარსულ ენას, ნიშნავს „სამშობლოს გულს“, „სამშობლოს რწმენას“ ან „სარწმუნოების კერას“[1]. საკუთარი სახელის მნიშვნელობა მიღებული აქვს ქართულში. პირველად გვხვდება „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი მთავარი გმირის სახელად, რის გამოც დიდად პოპულარულია. მისი კნინობითი ფორმებია ავთო და თანდილა. არის გვარი ავთანდილაშვილი[2].
სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს ამ სახელის 24854 მატარებელი[3].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო