|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქორიძე.
|
ავთანდილ გიორგის ძე ქორიძე (დ. 15 აპრილი, 1935, თბილისი, — გ. 12 აპრილი, 1966, თერჯოლა) — ქართველი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე (67 კგ).[1] საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960).
ბიოგრაფია
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1960 წელს. ჭიდაობა დაიწყო 1949 წლიდან.[2] სსრკ-ის ჩემპიონატზე მისი დებიუტი შედგა 1954 წელს, სადაც მე-7 ადგილი დაიკავა. ავთანდილ ქორიძე იყო რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1960),[3] მსოფლიოს ჩემპიონი (1961), სსრკ-ის ჩემპიონატის ორგზის მეორე (1957,1960) და მესამე (1958) პრიზიორი, ადრიატიკის თასის მფლობელი (1959), საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი. მწვრთნელი — პეტრე იორდანიშვილი. გამოირჩეოდა დახვეწილი ტექნიკით. 1966 წლის 12 აპრილს დაიღუპა ავტოკატასტროფაში თერჯოლის სიახლოვეს ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორ რომან ძნელაძესთან ერთად. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.
ძირითადი შედეგები
დისციპლინა
|
ადგილმდებარეობა
|
ტურნირი
|
წონითი კატეგორია
|
ადგილი
|
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
|
იოკოჰამა, იაპონია
|
მსოფლიო ჩემპიონატი 1961
|
-67 კგ
|
01
|
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
|
რომი, იტალია
|
ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960
|
-67 კგ
|
01
|
ლიტერატურა
პერიოდიკა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო