ადრიანა სკლენარიკოვა (დ. 17 სექტემბერი, 1971, ბრეზნო, ჩეხოსლოვაკია) — სლოვაკი მსახიობი და მოდელი. გინესის ყოფილი რეკორდსმენი — ჰქონდა ყველაზე გრძელი ფეხები ქალ მოდელთა შორის (1,24 მ).[1]
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობის პერიოდში იგი იყო „Victoria's Secret“-ის მოდელი.[1]2005 წელს გადაიღეს „Channel 5 TV“-ის დოკუმენტურ ფილმში. 2008 წელს მიიღო მონაწილეობა „France 2“-ის პროექტ „Rendez-vous en terre inconnue“-ში, 2011 წელს კი — პროექტ „იცეკვე ვარსკვლავთან ერთად“-ის პირველ სეზონში.[3]
1994-1997 წლებში დანიშნული იყო ინგლისელ მომღერალ მიკ ჰაკნეილზე.
1998 წელს იგი ფრანგ ფეხბურთელ კრისტიან კარემბუს შეხვდა, როდესაც იგი პარიზიდანმილანში მიფრინავდა. ამავე წელს მათ იქორწინეს.[1]2011 წელს განაცხადა, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.[4]2014 წელს ადრიანა ცოლად გაჰყვა სომეხ ბიზნესმენ არამ ოჰანიანს. მათი ქორწილი შედგა მარაკეშში, მაროკოში. ქორწილს ესწრებოდნენ შოუ-ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები.[5]