ადოლფ შერფი (გერმ. Adolf Schärf; დ. 20 აპრილი, 1890, მიკულოვი, ჩეხეთი — გ. 28 თებერვალი, 1965, ვენა, ავსტრია) — ავსტრიელი პოლიტიკოსი. ავსტრიის მეექვსე ფედერალური პრეზიდენტი 1957–1965 წლებში. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. დაიბადა დღევანდელი ჩეხეთის ტერიტორიაზე, მორავიაში. გარდაიცვალა თანამდებობაზე ყოფნისას.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში