„ადგილის დედა“ — გოდერძი ჩოხელის 1976 წლის ქართული მხატვრული ფილმი. რეჟისორმა გადაიღო II კურსის სტუდენტობისას, ლანა ღოღობერიძის ჯგუფში სწავლისას. ფილმი დაფუძნებულია მისივე მოთხრობაზე „ადგილის დედა“.
სიუჟეტი
მთაში ყოველ კუთხეს თავისი მფარველი ანგელოზი, „ადგილის დედა“ ჰყავს. მთის მიტოვებული სოფლის „ადგილის დედად“ ქცეულა მოხუცი ქალი, რომელსაც მარტოობა ყოფნა-არყოფნის ზღვართან მიიყვანს, სახრჩობელას ჩამოაბამს, მაგრამ მწარე ფიქრებიდან საბალახოდან დაბრუნებული საქონლის ბღავილი გამოაფხიზლებს, მიახვედრებს – სიკვდილის უფლება არა აქვს. სანამ ცოცხალია, სოფელს სოფელი ერქმევა, მხოლოდ მის სიკვდილთან ერთად გაქრება სიცოცხლის ნიშან-წყალი ამ კუთხიდან.
რესურსები ინტერნეტში