ადამს-ლეიკი (ინგლ. Adams Lake) — მყინვარული ტბა კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში. ფართობი 137 კმ². მდებარეობს ზღვის დონიდან 404 მ სიმაღლეზე. მაქსიმალური სიღრმე 457 მ. ფიორდისებრი, წაგრძელებული და ვიწრო ფორმისაა. პოპულარული ტურისტული ობიექტია. ტბაში ბინადრობს თევზი ცისარტყელა კალმახი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში