ადამიანის უფლებებითურქმენეთში — მწვავე კრიტიკის საგანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისა და მეცნიერების მხრიდან. [1][2] პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვის მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა სტანდარტები განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროში.
2006 წლის დეკემბრიდან, პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვის მთავრობის მმართველობით, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ შეინიშნებოდა. [3][4]
ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაცია
თურქმენეთის მთავრობის გადაწყვეტილებამ 2003 წელს რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე ათასობით ეთნიკური რუსი აიძულა დაეტოვებინა თურქმენეთი, რადგან მათ დაკარგეს ქონება. [5] გავრცელებული ინფორმაციით, ბევრ მათგანს, ეშინოდა იმ სახელმწიფოს ხაფანგში მოხვედრა, რომელიც ფართო კრიტიკით გამოირჩეოდა ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო. პარალელურად, ქვეყანამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა უცხოეთში მოგზაურობისთვის. [6]
აკრძალულია ბელუჯების ეთნიკური უმცირესობის ადათ-წესებისა და ენის სწავლება. იგივე ეხება უზბეკებს, რომელთა ენა ზოგიერთ ეროვნულ სკოლაში ისწავლებოდა. [7]
რელიგიის თავისუფლება
რელიგიის თავისუფლება გარანტირებულია თურქმენეთის კონსტიტუციის მე-11 მუხლით. ამასთან, ადამიანის სხვა უფლებების მსგავსად, პრაქტიკაში ის არ ხორციელდება. ყოფილი პრეზიდენტის საფარმურატ ნიაზოვის სულიერი მწერლობის წიგნი, რუნჰამა, დაწესებულია ყველა რელიგიური თემისთვის. საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, ხელისუფლება სასტიკად თრგუნავს ყველა რელიგიურ ჯგუფს და საკანონმდებლო ბაზა იმდენად მკაცრია, რომ ბევრს ურჩევნია არსებობდეს იატაკქვეშ და არა ყველა ოფიციალური ბარიერის გავლით. [8] იეჰოვას მოწმეები პატიმრობაში იმყოფებოდნენ და მათ სცემდნენ სინდისის არქონის გამო. [9] გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა აღნიშნა, რომ თურქმენეთში იეჰოვას მოწმე გაასამართლეს და დააპატიმრეს სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო, მიუხედავად იმისა, რომ თურქმენეთის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი იყო რელიგიის აღსრულების უფლება. [10][11][12][13]
გამოხატვის თავისუფლება
თურქმენეთში მასმედიას სრულად აკონტროლებს სახელმწიფო. 2010 წლის ივლისში პრეზიდენტმა ბერდიმუჰამედოვმა განაცხადა, რომ აპირებს ქვეყანაში კერძო გაზეთების დაშვებას, რომლებიც ყურადღებას გაამახვილებდნენ წარმატებულ ბიზნეს-ისტორიებზე.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობა ავიწროვებდა ჟურნალისტებს. ზოგიერთ მათგანს ციხეში აპატიმრებდნენ და უშვებდნენ პასუხისგებაში ცრუ ბრალდებებით და უსამართლო სასამართლო პროცესებით. ჟურნალისტებს ხშირად ემუქრებიან სიკვდილით. [14]
ინტერნეტი
ინდივიდუალური წვდომა ინტერნეტზე პირველად 2008 წელს მიიღეს და მას შემდეგ წვდომა გაიზარდა.
თურქმენეთი ყველაზე რეპრესიულ და დახურულ საზოგადოებათა რიცხვშია მსოფლიოში. ინტერნეტი მკაცრად რეგულირდება და ხელმისაწვდომია მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილისთვის. ცენზურა საყოველთაო და ფართოა. მეთვალყურეობა მნიშვნელოვანია, ხოლო რამდენიმე მოქალაქეს, ვისაც ინტერნეტით სარგებლობა აქვს, სახელმწიფო უწყებები აკვირდებიან. თვითცენზურა საერთოა. [15]
პოლიტიკური თავისუფლება
ხელისუფლების ნებისმიერი წინააღმდეგობა ღალატად ითვლება და ისჯება თავისუფლების უვადო აღკვეთით. თურქმენეთს ჰყავს მრავალი პოლიტპატიმარი, რომელთაგან ყველაზე ცნობილია ბატირ ბერდიშოვი, შაზგელდი გიუნდოგდიევი და ბორის სიჰმირადოვი. გავრცელდა ინფორმაცია მათი გარდაცვალების შესახებ, მაგრამ ამის დადასტურება შეუძლებელია და უმეტესობის ადგილსამყოფელი უცნობია.
პოლიციის სისასტიკე
თურქმენეთში გავრცელებულია თვითნებური დაპატიმრებები და დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობა, ისევე როგორც წამება აღიარების მოსაპოვებლად. 2004 წელს მესაზღვრეებმა დახვრიტეს და მოკლეს ექვსი ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ, უკანონოდ კვეთდნენ საზღვარს ირანიდან. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ პატიმრები კვდებოდნენ საკვებისა და სამედიცინო დახმარების აკრძალვის შემდეგ. ჟურნალისტი და უფლებადამცველი ოგულსაპარ მირადოვა, 2006 წლის სექტემბერში, ციხეში სასტიკის მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა.
აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ადამიანის უფლებების პრაქტიკის შესახებ 2018 წლის მოხსენებებში, თურქმენეთი დაგმო „სავარაუდო წამების“, თვითნებური დაპატიმრებებისა და დაკავების, უნებლიე პატიმრობის, პოლიტპატიმრების, მძიმე კორუფციის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების არარსებობისა და თავისუფლების შეზღუდვის გამო, რელიგიის, შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლების შელახვის გამო.