ადამ ვაისჰაუპტი

ადამ ვაისჰაუპტი
გერმ. Adam Weishaupt
დაბ. თარიღი 6 თებერვალი, 1748(1748-02-06)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ინგოლშტადტი, Electorate of Bavaria, საღვთო რომის იმპერია
გარდ. თარიღი 18 ნოემბერი, 1830(1830-11-18)[2] [4] (82 წლის)
გარდ. ადგილი გოთა, Duchy of Saxe-Coburg and Gotha, გერმანიის კავშირი
დასაფლავებულია Friedhof II der Sophiengemeinde Berlin
მოქალაქეობა ბავარიის სამეფო
საქმიანობა ფილოსოფოსი, მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი, canon law jurist, ადვოკატი და თეოლოგი
მუშაობის ადგილი ინგოლშტადტის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ინგოლშტადტის უნივერსიტეტი და ინგოლშტადტის იეზუიტთა კოლეჯი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ორდინალური პროფესორი
მამა იოჰან გეორგ ვაისჰაუპტი და Johann Adam von Ickstatt
შვილ(ებ)ი Karl von Weishaupt

ადამ ვაისჰაუპტი (გერმ. Adam Weishaupt; დ. 6 თებერვალი, 1748, ინგოლშტადტი (ბავარია) — გ. 18 ნოემბერი 1830, გოთა) — გერმანელი ფილოსოფოსი, ილუმინატების ორდენის დამაარსებელი, ინგოლშტადტის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი, იმანუელ კანტის ფილოსოფიურ მოძღვრებათა[5] მოწინააღმდეგე.

ადრეული ცხოვრება

ადამ ვაისჰაუპტი დაიბადა 1748 წლის 6 თებერვალს ინგოლშტადტში (ბავარია)[6]. როდესაც ადამ ვაისჰაუპტის მამა, იოჰან გეორგ ვაისჰაუპტი გარდაიცვალა 1753 წელს, ადამი მხოლოდ 5 წლის იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ პატარა ადამზე მისი ნათლია, იოჰან ადამ ფონ იქშტატი ზრუნავდა, რომელიც ასევე სამართლის პროფესორი იყო[7]. 7 წლის ადამმა განათლების მისაღებად იეზუიტთა სკოლას მიაშურა, 15 წლის ასაკში სკოლა მიატოვა, დაინტერესდა სამეცნიერო კვლევებითა და იურისპრუდენციით, ეცნობოდა იურიდიულ ლიტერატურას, მოგვიანებით ჩაერიცხა ინგოლშტადტის უნივერსიტეტში, 20 წლის ასაკში წარმატებით დაასრულა უნივერსიტეტის დოქტურანტურა, 1772 წელს კი გახდა სამართლის პროფესორი[6]. 1775 წელს გაეცნო გეტინგენის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰანრიხ ფედერის ფილოსოფიურ მოძღვრებას ემპირიზმის შესახებ და სწორედ ამ ნაშრომმა განაპირობა მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება, რის შედეგადაც ვაისჰაუპტი დაუპირისპირდა იმანუელ კანტის იდეალიზმს[5].

ილუმინატების ორდენის დაარსება

იმ მომენტისათვის, როდესაც, ფაქტობრივად, ბოლო არ უჩანდა ფარული გაერთიანებებით „თამაშსა“ და მათ ბოროტად გამოყენებას, მე გადავწყვიტე ამით გამოწვეული ადამიანური სისუსტე გამომეყენებინა გაცილებით უფრო რეალური და ღირებული მიზნისათვის, ხალხის კეთილდღეობისათვის. მე მსურდა, განმეხორციელებინა ის, რაც, წესით, თავიანთი მოვალეობის ფარგლებში სასულიერო და საერო ხელისუფლებებს ევალებოდათ[8].


1776 წლის 1 მაისს ვაისჰაუპტმა დააარსა „პერფექტებილისტების“ ორდენი („Order of Perfectibilists“), რომელიც დღესდღეობით „ბავარიელი ილუმინატების“ სახელითაა ცნობილი. ვაისჰაუპტმა დაირქვა ფსევდონიმი „სპარტაკი“ („Brother Spartacus“). ორდენის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა მონარქიული ხელისუფლებისა და სახელმწიფო რელიგიის გაუქმება მთელ ევროპასა და მის კოლონებში[9]. საკუთარი ორდენის პოპულარიზაციის მიზნით, 1777 წელს ადამ ვაისჰაუპტი გაწევრიანდა მიუნხენის მასონურ ლოჟაში„Theodor zum guten Rath“. ვაისჰაუპტს სურდა ადამიანური ბუნების სრულყოფა, რისი მიღწევის ძირითად საშუალებას, მისი აზრით, წარმოადგენდა სრული შემეცნება, გათვითცნობიერება, სახელმწიფოსა და ეკლესიის ზემოქმედებისაგან გათავისუფლება. მოგვიანებით, ვაისჰაუპტმა დაიწყო მუშაობა „ბავარიელი ილუმინატების“ ორდენის სტრუქტურაზე, რათა ეს უკანასკნელი მაქსიმალურად დამსგავსებოდა მასონთა საიდუმლო ორგანიზაციების სტრუქტურას[9]. ადამ ვაისჰაუპტის რადიკალურ რაციონალიზმსა და მის მსოფლმხედველობას ბავარიის ხელისუფლება არ მიესალმებოდა. 1784 წელს ბავარიის მმართველმა, კარლ IV თეოდორმა აკრძალა ადამ ვაისჰაუპტის „ბავარიელი ილუმინატების“ ორდენის და, ზოგადად, ნებისმიერი ფარული ორგანიზაციისა და საზოგადოების საქმიანობა. საბოლოო ჯამში, ვაისჰაუპტმა დაკარგა უნივერსიტეტის პროფესორის ხარისხი და დატოვა ბავარია[9].

მოღვაწეობა დევნილობაში

ბავარიის დატოვების შემდეგ, ადამ ვაისჰაუპტი გადავიდა რეგენსბურგში, იქიდან კი ქალაქ გოთაში, სადაც შეხვდა ჰერცოგ ერნესტ II-ს, რომელიც მხარს უჭერდა მის იდეებსა და შეხედულებებს. ადამ ვაისჰაუპტმა გოთაში მოღვაწეობის დროს მრავალი ნაშრომი შექმნა, მათ შორის აღსანიშნავია — „A Complete History of the Persecutions of the Illuminati in Bavaria“ (1785), A Picture of Illuminism (1786), An Apology for the Illuminati (1786) და An Improved System of Illuminism (1787). გარდაიცვალა 1830 წლის 18 ნოემბერს [5].

ტომას ჯეფერსონი ვაისჰაუპტის შესახებ

ტომას ჯეფერსონიამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-3 პრეზიდენტი

როგორც ჩანს, ვაისჰაუპტი თავდადებული ფილანტროპია. ის მიეკუთვნება იმ ადამიანებს, რომლებსაც სწამთ ადამიანური ბუნების სრულყოფილების. ის თვლის, რომ დროთა განმავლობაში თავისუფლად შეძლებს ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარ თავს კონტროლი გაუწიოს, რათა თავისი საქმიანობით პოლიტიკურ ხელისუფლებას არ მისცეს მასზე ზემოქმედების საბაბი. ვაისჰაუპტს მიაჩნია, რომ ადამიანური ბუნების ამაღლება იესო ქრისტეს მთავარ მიზანს წარმოადგენდა. ის ცდილობდა რელიგიის აღდგენას საკუთარი მორალური პრინციპების გავრცელების გზით, რათა ადამიანებს ესწავლათ თავიანთი შინაგანი სამყაროს მოწესრიგება და რეგულირება. ქრისტეს მცნებები არის ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, ამ მცნებათა შეგონებით კი, იესო ქრისტე იმედოვნებდა, რომ კაცობრიობა დაუბრუნდებოდა თავის ბუნებრივ მდგომარეობას — თავისუფლებასა და თანასწორობას. ვაისჰაუპტი ამბობს, რომ არავის არასოდეს შეუქმნია ისეთი დიდი საფუძველი თავისუფლებისათვის, როგორც იესო ნაზარეველს. ვაისჰაუპტი თვლიდა, რომ თავდაპირველად თავისუფალი მასონები იცავდნენ ქრისტიანობის ჭეშმარიტ პრინციპებს და დღემდეც შეინარჩუნეს მათი ნაწილი, თუმცა ძალიან დამახინჯებული სახით. ვაისჰაუპტი კი გვთავაზობს ადამიანური ბუნების სრულყოფას, გაუმჯობესებას, კეთილგონიერების შთაგონებას. ის ამბობს, რომ წარმატების უზრუნვეყლოფის მიზნით თავს იკავებს ხმაურიანი და შემაშფოთებელი განცხადებებისაგან. „შთამომავლობის ბედნიერების წინასწარ განჭვრეტა და მისთვის ნიადაგის შემზადება სხვადასხვა საშუალებებით, სრულიად საკმარისია ჩვენი ბედნიერებისათვის, სულიერ სიმშვიდეს ვერაფერი დაგვირღვევს.“ გამომდინარე იქიდან, რომ ვაისჰაუპტი სასულიერო პირთა დესპოტიზმისა და ტირანიის ხანაში ცხოვრობდა, მან იცოდა, რომ ინფორმაციისა და საკუთარი პრინციპების საზოგადოებაში გავრცელების დროსაც კი სიფრთხილე მართებდა. ის ცდილობა გრადაციის გზით ახალი წევრების გადმობირებას, რათა დაპირისპირებოდა ამ ტირანიას. საბოლოოდ, მისმა შეხედულებებმა გამოიწვია ბვარიიდან განდევნა, ფარული ორგანიზაციის დაშლა და გზა გაუხსნა რობისონის, ბარუელისა და მორსეს ნაბოდვარს, რომლებსაც რეალურად მხოლოდ იმის ეშინოდათ, რომ ვაისჰაუპტისეული მოძღვრებების გავრცელების შედეგად ისინი „თამაშგარე“ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. ეს თემა ჩემთვის ახალი არ არის, წარმომიდგენია, თქვენ რომ ჩემს ადგილას ყოფილიყავით, მსგავს სიამოვნებას მიიღებდით, რაც მე განვიცადე ამ ანალიზის შექმნისას და მჯერა, დამეთანხმებით — ადამ ვაისჰაუპტს რომ ეცხოვრა აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც არ არის საჭირო არავითარი საიდუმლო მოღვაწეობა ადამიანთა განსწავლისათვის, მას არ დასჭირდებოდა ეს ფარული მექანიზმები საკუთარი მიზნის მისაღწევად[10].

ადამ ვაისჰაუპტი თანამედროვე ცხოვრებაში

  • 1975 წელს გამოქვეყნდა რობერტ შისა და რობერტ უილსონის თანაავტორობით დაწერილი ცნობილი ტრილოგია „Illuminatus!“. ტრილოგიაში ადამ ვაისჰაუპტი მოხსენიებულია, როგორც „ბავარიელი ილუმინატების“ ოდენის დამაარსებელი, რომელიმაც მოკლა ჯორჯ ვაშინგტონი და დაიკავა მისი პოსტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობაზე[11].
  • ადამ ვაისჰაუპტი ასევე მოხსენიებულია დეივ სიმის წიგნში „Cerebus the Aardvark“, სადაც მისი პიროვნება შერწყმულია ჯორჯ ვაშინგტონთან[12].
  • ვაისჰაუპტის სახელი გვხვდება კომპიუტერულ თამაშში „Deus Ex“, საინტერესოა, რომ თამაშში ადამ ვაისჰაუპტის დაბადების თარიღად მითითებულია არა 1748 არამედ 1723 წელი[13][14].
  • ადამ ვაისჰაუპტი ასევე ნახსენებია ამერიკელი მომღერლების „El-P“-ისა და „Cage“-ის სიმღერაში „Accidents Don't Happen“ — ალბომი Fantastic Damage (2002), კერძოდ, ნახსენებია შემდეგი ფრაზა — „Bush got a ouija to talk to Adam Weishaupt“[15].

ნაშრომები

ილუმინატების შესახებ

ფილოსოფიური ნაშრომები

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118766384 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. CERL ThesaurusConsortium of European Research Libraries.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 5.2 Frederick C. Beiser. The Fate of Reason: „German Philosophy from Kant to Fichte“. (Harvard, 1987) (ინგლისური)
  6. 6.0 6.1 Allgemeine Deutsche Biographie Vol. 41, p. 539 (გერმანული)
  7. Freninger, Franz Xaver, ed. Das „Matrikelbuch der Universitaet Ingolstadt-Landshut-München.“ München: A. Eichleiter, 1872. 31. (გერმანული)
  8. Schneider, Heinrich (1947) „Quest for Mysteries: The Masonic Background for Literature in 18th Century“ Kessinger Publishing. p. 24 n.49 (ინგლისური)
  9. 9.0 9.1 9.2 Catholic Encyclopedia: „Illuminati (ინგლისური)
  10. “Thomas Jefferson to Reverend James Madison, January 31, 1800, The Thomas Jefferson Papers (American Memory from the Library of Congress)” (ინგლისური)
  11. „Do the Illuminati Really Exist?“ Center for Studies on New Religions . Retrieved 3 March 2006. (ინგლისური)
  12. Dave Sim — „Cerebus the Aardvark“, „President Adam Weisshaupt“ — appears in the Cerebus and Church & State I volumes დაარქივებული 2012-04-21 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  13. Adam Weishaupt in Pc Game "Deus Ex" დაარქივებული 2012-04-24 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  14. Deus Ex characters (ინგლისური)
  15. Adam Weishaupt is mentioned ("Bush got a ouija to talk to Adam Weishaupt") by the „Cage“ in El-P's „Accidents Don't Happen“, the ninth track on his album Fantastic Damage (2002). (ინგლისური)


Read other articles:

Untuk novel A. J. Cronin, lihat A Pocketful of Rye. Misteri Burung HitamA Pocket Full of Rye Berkas:A Pocket Full of Rye First Edition Cover 1953.jpgEdisi Inggris pertamaPengarangAgatha ChristieNegaraBritania RayaBahasaInggrisGenreNovel kriminalPenerbitCollins Crime ClubTanggal terbit9 November 1953Jenis mediaCetak (sampul keras & sampul kertas)Halaman192 (sampul keras edisi ke-1)Didahului olehAfter the Funeral Diikuti olehDestination Unknown  Misteri Burung ...

 

Hidrogen halida adalah senyawa anorganik diatomik dengan rumus umum HX dengan X adalah salah satu dari halogen: fluor, klor, brom, iodium, atau astatin.[1] Hidrogen halida adalah gas yang dapat larut dalam air menghasilkan asam yang umum dikenal sebagai asam halida. Senyawa Rumus kimia Panjang ikatan d(H−X) / pm(fase gas) model Dipol μ / D Fase larutan (asam) hidrogen fluorida(fluorana) HF 1.86 asam fluorida hidrogen klorida(klorana) HCl 1.11 asam klorida hidrogen bromida(bromana) ...

 

American record label Lame-O RecordsFounded2012 (2012)FounderEric Osman[1]GenreIndie rock, punk rockCountry of originUnited StatesLocationPhiladelphia, PennsylvaniaOfficial websitewww.lameorecords.com Lame-O Records is an independent record label based in Philadelphia, Pennsylvania. Founded by Eric Osman to release Modern Baseball's Sports, the label has been hailed as one of Philadelphia's best indie labels.[2] History Lame-O Records was founded in 2012 by Eric Osman, ma...

Public community college in Virginia, U.S. This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Virginia Peninsula Community College – news · newspapers · books · scholar · JSTOR (August 2010) (Learn how and when to remove this message) Virginia Peninsula Community CollegeTypePublic community collegeEstablished19...

 

American television producer and writer (1941–2010) Stephen J. CannellCannell at KUSI News, San Diego, California in 2005BornStephen Joseph Cannell(1941-02-05)February 5, 1941Los Angeles, California, U.S.DiedSeptember 30, 2010(2010-09-30) (aged 69)Pasadena, California, U.S.Resting placeForest Lawn Memorial Park (Hollywood Hills)EducationUniversity of Oregon (BS)Occupations Writer producer director Years active1968–2010Known forFounder of The Cannell StudiosSpouse Marcia Can...

 

Men's 1500 metres at the 2016 European Athletics ChampionshipsVenueOlympic StadiumLocationAmsterdamDatesJuly 7 (heats)July 9 (final)Competitors37 from 20 nationsWinning time3:46.65Medalists  Filip Ingebrigtsen   Norway David Bustos   Spain Henrik Ingebrigtsen   Norway← 20142018 → 2016 EuropeanAthletics ChampionshipsTrack events100 mmenwomen200 mmenwomen400 mmenwomen800 mmenwomen1500 mmenwomen5000 mmen...

Pour les articles homonymes, voir Lauder. Harry LauderHarry LauderBiographieNaissance 4 août 1870PortobelloDécès 26 février 1950 (à 79 ans)StrathavenNationalité écossaiseActivités Acteur, auteur-compositeur, chanteurAutres informationsLabel Victor Talking Machine CompanyDistinction Knight Bachelormodifier - modifier le code - modifier Wikidata Sir Henry McLennan Lauder est un artiste et amuseur écossais, né le 4 août 1870 et mort le 26 février 1950. Il a été décrit par Wi...

 

American marine biologist (1897–1948) This article may contain an excessive amount of intricate detail that may interest only a particular audience. Please help by spinning off or relocating any relevant information, and removing excessive detail that may be against Wikipedia's inclusion policy. (January 2024) (Learn how and when to remove this message) Ed RickettsEd Ricketts, 1937BornEdward Flanders Robb Ricketts(1897-05-14)May 14, 1897Chicago, Illinois, U.S.DiedMay 11, 1948(1948-05-11) (a...

 

Pour les articles homonymes, voir Elizabeth Taylor (homonymie) et Taylor. Elizabeth Taylor Elizabeth Taylor vers 1955. Données clés Nom de naissance Elizabeth Rosemond Taylor Surnom Liz Taylor Naissance 27 février 1932Hampstead Garden Suburb, Londres (Royaume-Uni) Nationalité Britannique Américaine Décès 23 mars 2011 (à 79 ans)Beverly Grove, Los Angeles, Californie (États-Unis) Profession Actrice Films notables Le Grand NationalUne place au soleilGéantLa Chatte sur un toit br�...

هذه المقالة عن المجموعة العرقية الأتراك وليس عن من يحملون جنسية الجمهورية التركية أتراكTürkler (بالتركية) التعداد الكليالتعداد 70~83 مليون نسمةمناطق الوجود المميزةالبلد  القائمة ... تركياألمانياسورياالعراقبلغارياالولايات المتحدةفرنساالمملكة المتحدةهولنداالنمساأسترالي�...

 

Навчально-науковий інститут інноваційних освітніх технологій Західноукраїнського національного університету Герб навчально-наукового інституту інноваційних освітніх технологій ЗУНУ Скорочена назва ННІІОТ ЗУНУ Основні дані Засновано 2013 Заклад Західноукраїнський �...

 

هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (سبتمبر 2019) ذي هيومن سينتيبيدThe Human Centipede (First Sequence) (بالإنجليزية) ملصق الفيلممعلومات عامةالصنف الفني فيلم رعب[1][2][3] — فيلم رعب دموي الموضوع عالم مجنون تاريخ ...

كيريلوف    علم شعار الإحداثيات 59°52′00″N 38°23′00″E / 59.866666666667°N 38.383333333333°E / 59.866666666667; 38.383333333333   تاريخ التأسيس 1397  تقسيم إداري  البلد روسيا[2][1]  خصائص جغرافية ارتفاع 120 متر  عدد السكان  عدد السكان 7468 (1 يناير 2018)[3]  معلومات أخرى من�...

 

Spanish travel technology company Amadeus IT Group, S.A.Headquarters in Madrid, SpainCompany typeSociedad AnónimaTraded asBMAD: AMSISINES0109067019IndustryTravel technologyFounded1987; 37 years ago (1987)HeadquartersMadrid, SpainKey peopleJosé Antonio Tazón(chairman)Luis Maroto(president and CEO)ProductsTravel reservation and booking, Travel management, distribution, booking, AnalyticsServicesProvision of computer reservations systems; IT systems for the travel indus...

 

SS Canberra adalah sebuah kapal samudera, yang kemudian dioperasikan di kapal pesiar, di armada P&O dari tahun 1961 sampai 1997. Dia dibangun di galangan kapal Harland dan Wolff di Belfast, Irlandia Utara dengan biaya £ 17.000.000. Kapal itu dinamakan pada tanggal 17 Maret tahun 1958, seperti nama ibu kota federal Australia, Canberra. Dia diluncurkan pada 16 Maret 1960, yang disponsori oleh Dame Pattie Menzies, GBE, istri Perdana Menteri Australia, Robert Menzies. Dia memasuki layanan M...

Belgian politician Vincent Van PeteghemVan Peteghem in 2023Deputy Prime Minister of BelgiumIncumbentAssumed office 1 October 2020Prime MinisterAlexander De CrooMinister of FinanceIncumbentAssumed office 1 October 2020Prime MinisterAlexander De CrooPreceded byAlexander De CrooChamber of RepresentativesIn office2014–2019ConstituencyEast Flanders Personal detailsBorn (1980-10-28) 28 October 1980 (age 43)Ghent, BelgiumPolitical partyCD&VAlma materGhent UniversityOccupationprofe...

 

This article is about the school in Florida. For the school in Utah, see American Heritage School (Utah). For other uses, see American Heritage School (disambiguation). School in Plantation & Delray Beach, Florida, United StatesAmerican Heritage SchoolsLocationPlantation & Delray Beach, Florida 33325 & 33484United StatesCoordinates26°07′16″N 80°18′39″W / 26.121029°N 80.31086°W / 26.121029; -80.3108626°26′14″N 80°08′33″W / þ...

 

1983 novel by Colin Dexter This article includes a list of references, related reading, or external links, but its sources remain unclear because it lacks inline citations. Please help improve this article by introducing more precise citations. (May 2020) (Learn how and when to remove this message) The Riddle of the Third Mile Cover of the first editionAuthorColin DexterCover artistChris BrownLanguageEnglishSeriesInspector Morse series, #6Genrecrime novelPublisherMacmillanPublication dat...

CODE リョーコ Code Lyoko ジャンル アドベンチャー、アクション、SF アニメ:CODE リョーコ Code Lyoko 原作 ロマン・トマタニア・パルンボ 製作 Antefilms(シーズン1)MoonScoop Group(シーズン2 - 4) 放送局 フランス3、キャナル J カートゥーンネットワーク、カビリオン ディズニーXD(旧:トゥーン・ディズニー) 放送期間 2003年9月3日 - 2007年11月10日 2004年4月19日 - 2007年11月17日 2007年7月1�...

 

American comedian and actor (born 1952) This article is about the American comedian and actor. For other people named George Wallace, see George Wallace (disambiguation). This biography of a living person needs additional citations for verification. Please help by adding reliable sources. Contentious material about living persons that is unsourced or poorly sourced must be removed immediately from the article and its talk page, especially if potentially libelous.Find sources: George Wal...