კრატერი აგრიპა (ლათ. Agrippa) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილვადი მხარის ეკვატორულ ნაწილში, ღრუბლების ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით. სახელი ეწოდა ძველი ბერძენი ასტრონომის აგრიპას პატივსაცემად (დამტკიცებულ იქნა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ 1935 წელს). კრატერის ჩამოყალიბება თარიღდება ერატოსთენესის პერიოდით[1].
კრატერის აღწერა
კრატერის ჩრდილო-დასავლეთით არის გიგინას ნაპრალი, ჩრდილოეთით ბოშკოვიჩის კრატერის ნაშთები, ჩრდილო-აღმოსავლეთით მცირე კრატერი ზილბერშლაგი და არიდეოსის ნაპრალი, აღმოსავლეთით კრატერები ტემპელი და უეველი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კრატერი დარე, სამხრეთით — კრატერი გოდენი, სამხრეთ-დასავლეთით — კრატერი დემბოვსკი, დასავლეთით — კრატერი ტრისნეკერი[2]. კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 4°06′N 10°28′E / 4.1° ჩ. გ. 10.47° ა. გ. / 4.1; 10.47, დიამეტრი 43.8 კმ[3], სიღრმე 3 კმ[4].
კრატერს აქვს არაჩვეულებრივი ფორმა, ფარის მსგავსი, წაგრძელებული სამხრეთი კიდით და გასწორებული ჩრდილოეთით. კრატერის ზვინულის მაქსიმალური სიმაღლე მიმდებარე ტერიტორიის მიმართ არის 1070 მ. კრატერს შიდა ფერდობზე ტერასის მსგავსი სტრუქტურა აქვს. კრატერის თასი შეიცავს მასიურ ცენტრალურ მწვერვალს, რომლის დიამეტრია 8.83 კმ, სიმაღლე — 1040 მ. კრატერის მოცულობა დაახლოებით 1500 კმ³-ია.
სატელიტური კრატერები
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო