აბუ-დაბის გრან-პრი — ფორმულა ერთის გრან-პრი, რომელიც 2009 წლიდან იმართება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მისი წარდგენა მოხდა 2007 წელს აბუ-დაბიში გამართულ ფორმულა ერთის ფესტივალზე. პირველი რბოლა გაიმართა 2009 წლის 1 ნოემბერს კუნძულ იასზე.[1]
2008 წლის 25 ივნისს ფია-მ წარადგინა 2009 წლის ფორმულის კალენდარი, სადაც ჩართული იყო აბუ-დაბის გრან-პრიც, როგორც მე-19 ფინალური გრან-პრი. მაგრამ 2008 წლის 5 ნოემბერს გამოცხადდა, რომ რბოლა გაიმართებოდა წინასწარ გამოცხადებულ თარიღზე ორი კვირით ადრე 1 ნოემბერს და ის რიგით მე-17 ფინალური გრან-პრი იქნებოდა.[2]
ეს ტრასა არის ფორმულა ერთის პირველი სადღეღამისო ტრასა, რომელზეც რბოლები იწყება ადგილობრივი დროით 17:00 სთ-ზე. ტრასაზე განათება ირთვება ჯერ კიდევ დღის სინათლეზე რათა შეუმჩნევლად მოხდეს დღის შუქიდან ღამის შუქზე გადასვლა.[3]
ტრასა
იას მარინას ტრასა მდებარეობს აბუ-დაბის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 25.5 კმ² ფართობის მქონე კუნძულ იასზე. 2009 წელს აქ გაიმართა აბუ-დაბის გრან-პრი 2009, რომელიც პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო.[4]
სპონსორები
Etihad Airways არის 2009 წლის აბუ-დაბის გრან-პრის მოქმედი სპონსორი.
აბუ-დაბის გრან-პრის გამარჯვებულები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო