აბეს ტბა — მლაშე ტბა აფრიკაში. მდებარეობს ეთიოპიის ჩრდილო-აღმოსავლეთით და ჯიბუტის დასავლეთით. ტბაზე გადის სახელმწიფო საზღვარი ჯიბუტისა და ეთიოპიას შორის. წყლის სარკის ფართობი შეადგენს დაახლოებით 320 კმ²-ს. მისი მაქსიმალური სიღრმეა 37 მეტრი. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 243 მეტრზე, ხოლო წყლის მოცულობა შეადგენს 2752 კმ³-ს. ეს ტბა იკვებება მინერალური მარილებით გაჯერებული ცხელი წყაროებით. ტბა ცნობილია კირქვის კოლონებით, რომელთა სიმაღლე აღწევს 50 მეტრს.
რესურსები ინტერნეტში