XPLORA1: Peter Gabriel's Secret World (იგივე XPLORA1) — მუსიკალური კომპიუტერული თამაში. შექმნილია პიტერ გებრიელის მიერ. გამოვიდა 1993 წელს.
თამაში გამოვიდა, როგორც მუსიკოსის 1992 წლის ალბომის Us პრომო-დამატება. Xplora1-ის წარმატების შემდეგ გებრიელმა გამოუშვა კიდევ ერთი მსგავსი თამაში, EVE. XPLORA1 თავდაპირველად გამოვიდა Macintosh-ისთვის, 1994 წელს კი გამოიცა Windows-ისთვის. 1995 წელს გამოვიდა CD-i ვერსია.
თამაშის მსვლელობისას მომხმარებელი სხვადასხვა თავსატეხის გამოცნობაზე მუშაობს. [1] ინტერაქტიულ რეჟიმში მას შეუძლია გებრიელთან ინტერვიუების ნახვა და წარსულში მასთან მომუშავე მუსიკოსების ბიოგრაფიების წაკითხვა. თავსატეხების ამოხსნასთან ერთად, იხსნება დაბლოკილი შიგთავსიც. [2]
ჯილდოები
Xplora1-ს მიენიჭა ინტერაქტიული ხელოვნებისა და მეცნიერებების 3 ჯილდო[3]:
- 1944 წლის საუკეთესო ინტერაქტიული ნაწარმი
- საუკეთესო მუსიკალური ნაწარმი
- მუსიკის საუკეთესო გამოყენება
სქოლიო
|
---|
| სტუდიური ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| სინგლები | |
---|
| საუნდტრეკები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| ტურნეები | |
---|
| ფილმები | |
---|
| ვიდეოთამაშები | |
---|
| სხვა სტატიები | |
---|
| |
|