სიგნალი „wow“ — ძლიერი დაბალი სიხშირისსიგნალი რომელიც დააფიქსირა ჯერი ეიმანმა1977 წლის 15 აგვისტოს პროექტ SETI-ზე მუშაობის პროცესსში. სიგნალი გადმოცემული სწორედ იმ სახით იყო, როგორითაც თეორიის მიხედვით, დედამიწას დაუკავშირდებოდა არამიწიერი ცივილიზაცია. სიგნალის ხანგრძლივობამ შეადგინა ზუსტად 72 წამი, რის შემდეგაც იგი შეწყდა. არაერთი მცდელობის და ძიების მიუხედავად, სიგნალი აღარ განმეორებულა. გაოცებულმა ეიმანმა მიღებული სიგნალის შესაბამისი კოორდინატები შეიყვანა კომპიუტერში, რის შემდეგაც ინფორმაცია დაბეჭდა ზედ კი დააწერა „wow“, რის გამოც სიგნალს შემდეგ უწოდეს სიგნალი „wow“.ამ ფაქტმა დიდი ინტერესი გამოწვია როგორც სამეცნიერო წრეებში, ისე მედიასა და საზოგადოებაში.
მდებარეობა
გამოგზავნის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა გართულდა, ვინაიდან რადიოტელესკოპ დიდი ყური ორი მიმღები ჰქონდა, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იყვნენ მიმართულნი. ტელესკოპს არ გააჩნდა პროგრამული შესაძლებლობა გაერკვია, თუ რომელმა მიმღებმა დააფიქსირა სიგნალი.
თუმცა, უფრო სარწმუნოდ მიიჩნევა, რომ სიგნალი გამოგზავნილი იქნა მშვილდოსნის თანავარსკვლავედიდან.