What a Wonderful World (ქართ. რა მშვენიერია სამყარო) - სიმღერა ბობ ტილის, ჯორჯ დევიდ ვაისისა და ჯორჯ დუგლასის ავტორობით. პირველად ჩაიწერა ლუი არმსტრონგის მიერ და 1968 წელს სინგლის სახით გამოვიდა. ტილი და ვაისი მუსიკალური სამყაროსათვის ცნობად სახეებს წარმოადგენენ (პირველი - მუს. პროდიუსერია, უკანასკნელი კი კომპოზიტორ/შემსრულებელი), დუგლასის შესახებ კი მეტი რამ ცნობილი არაა. არსებობს მოსაზრება, რომ ”ჯორჯ დუგლასის” სახელს ამოფარებულმა პიანისტმა დანა პელკიმ ითანამშრომლა სიმღერის შესაქმნელად.
ტექსტი
არმსტრონგისეული ვერსიის ტექსტი:
I see trees of green, red roses too.
(მე ვხედავ მწვანე ხეებსა და წითელ ვარდებს.)
I see them bloom, for me and you.
(ვუცქერ მათ გაფურჩქვნას, ჩემთვისა და შენთვის.)
And I think to myself... what a wonderful world.
(და ვფიქრობ ჩემთვის...რა მშვენიერია სამყარო.)
I see skies of blue, and clouds of white.
(ვხედავ ლურჯ ცასა და თეთრ ღრუბლებს.)
The bright blessed day, the dark sacred night
(ნათელ, კურთხეულ დღესა და ბნელ, წმინდა ღამეს.)
And I think to myself, what a wonderful world...
(და ვფიქრობ ჩემთვის...რა მშვენიერია სამყარო.)