ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|VRay}}
V-Ray — დამატებითი პროგრამა, რომელიც გამოიყენება საბოლოო ვიზუალიზაციისათვის ზოგიერთი პროგრამისათვის სამგანზომილებიან კომპიუტერულ გრაფიკაში.
ამ პროგრამის შემქმნელები არიან ვლადიმირ კოილაზოვი და პეტრე მიტევი Chaos Software კომპანიიდან რომელიც 1997 წელს ბულგარეთში, სოფიაში დაფუძნდა.
ეს პროგრამა იყენებს ისეთ მძლავრ ტექნოლოგიას როგორიცაა გლობალური განათება, ფოტონური რუკა, განათების რუკა და პირდაპირი გზით გამოთვლილი გლობალური განათება. სწორედ ამ ტექნოლოგიების გამოყენებამ აქცია V-Ray მეტად პოპულარულ პროგრამად რომელსაც უფრო ხშირად იყენებენ ვიდრე სტანდარტულ ვიზუალიზატორებს რომელიც თან მოჰყვებიან ხოლმე სამგანზომილებიანი გრაფიკის პროგრამებს. V-Ray მეშვეობით მიღებული გამოსახულება უფრო რეალური და ბუნებრივია ხოლმე, ასევე განათების ეფექტებიც უფრო უკეთესია, თუმცა ვიზუალიზაციასაც უფრო მეტი დრო და რესურსი მიაქვს ხოლმე.
V-Ray ფართოდ გამოიყენება კინოფილმების და ვიდეოთამაშების, ასევე მაღალი ხარისხის არქიტექტურული ნამუშევრების ვიზუალიზაციისათვის.
შეთავსებადობა
V-Ray მიესადაგება ისეთ პროგრამებს როგორიცაა: Sketchup, Autodesk 3ds Max, Maya, Rhino, TrueSpace და Maxon Cinema 4d, როგორც 32-ბიტიან, ასევე 64-ბიტიან პლატფორმაზე.
V-Ray და Autodesk 3ds Max
V-Ray ძალიან ფართოდ გამოიყენება განსაკუთრებით პროგრამაში Autodesk 3ds Max სადაც მას არსებითად შეცვლილი აქვს Autodesk 3ds Max სტანდარტული ვიზუალიზატორი და აგრეთვე მასში არსებული დამატებითი ვიზუალიზატორი mental ray. V-Ray ვერსიები როგორც წესი დროდადრო იცვლებიან რომ Autodesk 3ds Max-ის ახალ ვერსიებთან შეთავსებადნი დარჩნენ.
V-Ray მოგვიანებით შეთავსებადად იქცა კომპანია Autodesk სხვა პროდუქტთან-Autodesk VIZ.