U2 360° Tour — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს საკონცერტო ტურნე, გამართული 2009-2011 წლებში, ალბომის No Line on the Horizon მხარდასაჭერად. ისევე, როგორც ჯგუფის წინა ტურნეების შემთხვევაში, ამ ტურნეზეც გამოიყენებოდა გიგანტური სცენა, ამჯერად აგებული ისე, რომ მსმენელს ჯგუფის ხილვა ნებისმიერი წერტილიდან შეეძლო. მრგვალ, 360 გრადუსიან სცენაზე დამონტაჟებული იყო ოთხი გიგანტური ფეხის მსგავსი საყრდენი და მრგვალი ეკრანი, რომელზეც ასევე ნებისმიერი წერტილიდან ჩანდა ვიდეოკადრები.
ტურნეს შემოსავალმა 736,137,344 აშშ დოლარი შეადგინა. დიდი წარმატება იქონია კონცერტმა U2360° at the Rose Bowl, რომელიც YouTube-ს ეთერში პასადენადან პირდაპირ გადაიცემოდა და მოგვიანებით DVD-ზეც გამოიცა.
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| კომპილაციები და EP-ები | |
---|
| სხვა ალბომები | |
---|
| სინგლები | |
---|
| სხვა სიმღერები | |
---|
| ვიდეო და ფილმები | |
---|
| ტურნეები და კონცერტები | |
---|
| პერსონალი | |
---|
| სხვა სტატიები | |
---|
|