The Sanda |
---|
ბიოგრაფია |
---|
წარმოშობა |
6 თებერვალი, 1993[1] |
---|
ჟანრ(ებ)ი |
|
---|
აქტიური |
|
---|
|
---|
წევრები |
- ნათია ნამგალაური
- ირაკლი ლომსაძე
- სოსო საყვარელიძე
- გიორგი კობერიძე
- ზურა ლანჩავა
- ვანო ხიმშიაშვილი
|
---|
|
---|
საიტი |
sanda.ge |
The Sanda (სანდა) — მუსიკალური ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა თბილისში (საქართველო) 1993 წელს.[2] ჯგუფის წევრები არიან ნათია ნამგალაური (კლავიშებიანი, ბექ-ვოკალი), ირაკლი ლომსაძე (კლავიშებიანი, ვოკალი), სოსო საყვარელიძე (აკუსტიკური/რითმ-გიტარა, ვოკალი), გიორგი კობერიძე (დასარტყმელი საკრავები), ზურა ლანჩავა (გიტარა) და ვანო ხიმშიაშვილი (ბასი).
ჯგუფმა დაიწყო მოღვაწეობა სოფტ-როკისა და ბლუზის ჟანრში. მოგვიანებით ჯგუფში შემოვიდა ფოლკ-როკის ელემენტები. ჯგუფის ჟღერადობაში ძირითადად სჭარბობს ბრიტანული ხალხური მუსიკის ელემენტები,[3] მაგრამ ზოგიერთ კომპოზიციაში ქართულიც არის.
წელიწადნახევრის მუშაობის შემდეგ ჯგუფმა ჩაატარა თავისი პირველი სოლო კონცერტი („რკინიგზელთა კულტურის სახლში“, თბილისი). შემდგომში კიდევ რამდენიმე სოლო კონცერტი ქალაქის სხვადასხვა სცენებზე. იყო მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორი 1996 წელს თბილისში ჩატარებული ფესტივალებისა „ხელები“ (კ/თ „ყაზბეგი“) და „მარგარიტა“ (ვაკის პარკი). ჯგუფის საგასტროლო არეალი მოიცავდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს, აგრეთვე აჭარის ზღვისპირა რაიონებს.[3]
1997 წელს, ფინანსური პრობლემების გამო, ჯგუფმა შეწყვიტა შემოქმედებითი მოღვაწეობა. 2006 წელს იგი კვლავ შეიკრიბა და განაახლა მუშაობა. ამავე წელს მათ ჩაწერეს პირველი ალბომი Return (დაბრუნება), რომლშიც 10 კომპოზიცია შედიოდა.[1]
2011 წლის ზაფხულში ჯგუფს დაემატა კიდევ ერთი წევრი, ნიკა მარგველაშვილი — (დასარტყმელი საკრავები), რომელმაც ჯგუფი დატოვა 2014 წელს. 2012 წლის 29 აპრილს ჯგუფმა გამოსცა რიგით მეორე ალბომი „The Smell of the Rays“, რომლის პრეზენტაცია გაიმართა თბილისის ღამის კლუბ „სენატში“.[1]
2015 წლის 24 თებერვალს The Sanda გახდა კავკასიური მუსიკალური პრემია „ფენიქსის“ გამარჯვებული ნომინაციაში „საუკეთესო ვიდეო“.[4]
ჯგუფის წევრები
- ნათია ნამგალაური (კლავიშებიანი, ბექ-ვოკალი)
- ირაკლი ლომსაძე (კლავიშებიანი, ვოკალი)
- სოსო საყვარელიძე (აკუსტიკური/რითმ-გიტარა, ვოკალი)
- გიორგი კობერიძე (დასარტყმელი საკრავები)
- ზურა ლანჩავა (გიტარა)
- ვანო ხიმშიაშვილი (ბასი)
ალბომები
- სტუდიური
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო