ROM-კარტრიჯი, კოლოქვიალურად სათამაშო კარტრიჯი — მუდმივი მეხსიერების (ROM) მიკროსქემაზე დაფუძნებული მოწყობილობა, მოხსნადი მეხსიერების ბარათი, რომელიც უერთდება სამომხმარებლო ელექტრონულ მოწყობილობებს — სახლის კომპიუტერებს, ვიდეო თამაშების კონსოლებს, იშვიათად — ელექტრონულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს.
სიტყვა კარტრიჯი მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან cartridge (ვაზნა). ქართულში, ისევე როგორც რუსულ ენაში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ასევე გამოიყენება დასახელება „კასეტა“. ინგლისურში შემოკლებით უწოდებენ „cart“.
კარტრიჯების მასიური გამოყენება დაიწყეს ადრეული სახლის კომპიუტერებში. კატრიჯების გამოყენებას ვიდეო თამაშების კონსოლებში საფუძველი ჩაეყარა 1970-იანი წლების მიწურულს. პირველი სათამაშო კარტრიჯი შექმნა ჯერი ლოუსონმა სათამაშო კონსოლ Fairchild Channel F-ისთვის 1976 წელს.[1]
თუმცა ყველაზე ადრეული სისტემა, რომელიც გამოიყენებდა სათამაშო კარტრიჯის მსგავს მოწყობილობას იყო პირველი ვიდეო თამაშების კონსოლი Magnavox Odyssey (1972)[2].