Planet Earth (ქართ. პლანეტა დედამიწა) — 2006 წლის ბრიტანული დოკუმენტური ტელესერიალი ბუნების შესახებ. გადაღებულია BBC-ის ბუნების ისტორიის ერთეულის მიერ. ტელესერიალის შესაქმნელად ხუთი წელი დაიხარჯდა და იმ დროისთვის BBC-ის ყველაზე ძვირადღირებული დოკუმენტური ტელესერიალი იყო ბუნების შესახებ. Planet Earth BBC-ის პირველი ფილმი იყო, რომელიც მაღალი გარჩევადობით გადაიღეს.[1] ტელესერიალმა უამრავი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ემის ოთხი ჯილდო, პიბოდის პრემია და ჯილდო სამეფო სატელევიზიო საზოგადოებისგან.
Planet Earth-ის პრემიერა 2006 წლის 5 მარტს გაერთიანებულ სამეფოში BBC One-ის ეთერში გაიმართა და 2007 წლის ივნისისთვის 130 ქვეყანაში იყო ნაჩვენები. პირველწყაროს მთხრობელი დევიდ ატენბოროა, ხოლო ზოგიერთ საერთაშორისო ვერსიას სხვა მთხრობელი ჰყავს.
ტელესერიალი 11 ეპიზოდისგან შედგება, რომლებშიც დედამიწის სხვადასხვა ბიომი და ჰაბიტატია ნაჩვენები. 50 წუთიანი ეპიზოდების ბოლოს 10 წუთიანი „სცენის მიღმა“ კადრებია, რომლებშიც გადაღების დროს წარმოშობილი სიძნელეებია ნაჩვენები.
ათი წლის შემდეგ BBC-მ ტელესერიალის გაგრძელება Planet Earth II გამოუშვა, რომელიც BBC-ისთვის ულტრა მაღალი გარჩევადობით გადაღებული პირველი ტელესერიალი იყო. მეორე ნაწილის მთხრობელიც დევიდ ატენბოროა.[2][3] Planet Eart III-ის გამოშვება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.[4]
ეპიზოდები
|
„"ასობით წლის წინ დედამიწაზე ნახევარი მილიარდი ადამიანი სახლობდა. ამჟამად, ექვსმილიარდიანი ბრბო ხელყოფს პლანეტას. მიუხედავად ამისა, დღემდე არსებობს ადგილები, რომლებიც კაცობრიობის მიერ ნაკლებადაა შელახული. ეს სერიები თქვენ უკანასკნელ ველურ ბუნებაში გამოგზაურებთ და გაჩვენებთ პლანეტასა და მის ველურ სამყაროს, როგორიც მანამდე არასდროს გინახავთ"“
|
|
(დევიდ ატენბოროს წინასიტყვაობა)
|
იხილეთ აგრეთვე
დამატებითი საკითხავი
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო