Perfect Illusion (ქართ. შესანიშნავი ილუზია) — ამერიკელ პოპ მომღერალ და სიმღერების ავტორ ლედი გაგას სიმღერა მისი მეხუთე სტუდიური ალბომიდან Joanne (2016). იგი გამოიცა 2016 წლის 9 სექტემბერს ალბომის პირველი სინგლის სახით ლეიბლზე Interscope Records. მისი ავტორები და პროდიუსერები არიან გაგა, კევინ პარკერი, მარკ რონსონი და BloodPop. იგი არის დისკო-როკის ჟანრის სიმღერა რომლის ტექსტიც ეხება მომღერლის სხვადასხვა ურთიერთობებს. გაგამ სიმღერის ტექსტი დაწერა ანდერვუდის საბეჭდი მანქანის გამოყენებით. ვარაუდობენ, რომ სიმღერა ეძღვნება გაგას ყოფილ საქმროს მსახიობ ტეილორ კინის, თუმცა გაგამ უარყო ინფორმაცია ამის შესახებ.
ჩანაწერის გამოცემას წინ უძღოდა მრავალი თიზერი და ფოტო კოლაჟები რომლებიც განთავსდა მომღერლის სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე. კრიტიკოსების მხრიდან სიმღერამ დაიმსახურა შერეული შეფასება, მათ აღნიშნეს ამერიკელ როკ მომღერალ ბრიუს სპრინგსტინის ნამუშევრების გავლენა სიმღერაზე. კომერციული თვალსაზრისით, სიმღერამ აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა მე-15 პოზიცია, ხოლო პირველი პოზიცია დაიკავა საფრაგეთის და ესპანეთის ჩარტებში. ასევე შევიდა ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, იტალიის, შოტლანდიის და სლოვაკეთის ტოპ ათეულში.
სიმღერაზე თანმხლები მუსიკალური ვიდეო გადაიღო ფოტოგრაფმა რუთ ჰოგბენმა და ანდრეა გელარდინმა. ვიდეოს პრემიერა შედგა ტელეკომპანია FOX-ის სერიალ კივილის დედოფლების მეორე სეზონის პრემიერის დროს. ვიდეოში გაგა ცეკვავს და მღერის უდაბნოში გულშემატკივრების წინაშე, რა დროსაც მას უერთდებიან სიმღერის ავტორები და პროდიუსერები. ვიდეომ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა როგორც დადებითი ასევე უარყოფითი შეფასება. გაგამ სიმღერა ცოცხლად შეასრულა მინი ტურნეზე Dive Bar Tour და ასევე რამდენიმე სატელევიზიო და რადიო შოუში.
სიმღერების სია
- Perfect Illusion – 3:02
პერსონალი
- მენეჯმენტი
- პერსონალი
- ლედი გაგა – ვოკალი, სიმღერის ავტორი, პროდიუსერი
- კევინ პარკერი – სიმღერის ავტორი, პროდიუსერი, დრამი, გიტარა, სინთეზატორი
- მარკ რონსონი – სიმღერის ავტორი, პროდიუსერი, გიტარა, სინთეზატორი
- BloodPop – სიმღერის ავტორი, პროდიუსერი, სინთეზატორი, ბასები,
- დევიდ ქაველი – ჩაწერის ასისტენტი
- სერბან გენია – მიქსი
- ჯონ ჰანესი – ინჟინერი
- ბერი მაკრედი – ჩაწერის ასისტენტი
- რენდი მერილი – მასტერინგი
- ჯასტინ სმითი – ჩაწერის ასისტენტი
- ჯო ვიჟანო – ასისტენტი
ინფორმაცია პერსონალის შესახებ აღებულია ალბომ Joanne-ს ბუკლეტიდან.[2]
გამოცემების ისტორია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო