OpenCorporates — საიტი, რომელზეც ასახულია ღია წვდომაში არსებული ინფორმაცია ამა თუ იმ კომპანიის ერთეულებზე. მისი შემქმნელები არიან კრის ტეგერტი და რობ მაკ-კინონი[1][2]. საიტი პირველად გაუშვეს 2010 წლის 20 დეკემბერს[3][4] პროექტი მიზნად ისახავს მსოფლიოს ნებისმიერი კორპორატიული ერთეულის აღრიცხვას[5], კომპანიების შესახებ სამთავრობო მონაცემების ბაზაში შემოტანით და სპეციფიკურ კომპანიებთან მისი მისადაგებით[5].
საიტზე აგრეთვე ასახულია კომპანიების სიები, რომლებიც ერთ კონგლომერატს ეკუთვნიან.[6] ძირითადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ ხელმისაწვდომია ღია მონაცემების სახით, XML ან JSON ფორმატებში.[5]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო