Make America Great Again, MAGA (ქართ.დავუბრუნოთ ამერიკას დიდება) — ლოზუნგი, რომელიც გამოიყენბება ამერიკელი პოლიტიკოსების მიერ, უმთავრესად დონალდ ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში. შეიქმნა 1978 წელს,[1] ამერიკის ეკონომიკურისტაგნაციის შემდეგ.[2][3]ლოზუნგი პირველად 1980 წელს რონალდ რეიგანმა საკუთარ საპრეზიდენტო კამპანიაში გამოიყენა.[4] ის ასევე 1992 წელს, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა გამოიყენა, თუმცა 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში მისმა ცოლმა, ჰილარი კლინტონმა უარი თქვა ამ ლოზუნგის გამოყენებაზე და მას რასისტული ხასიათის მქონე ლოზუნგი უწოდა.[5][6]