Mainstream Rock — ჟურნალ ბილბორდის ჩარტი, რომელიც მოიცავს ყველაზე მეტად მოთხოვნად სიმღერებს მენსტრიმულ როკის რადიო სადგურებში, რადიო სადგურებში, სადაც ძირითადად როკ-მუსიკას უკრავენ. ალტერნატიული როკის დამკვრელი სადგურები ითვლება ალტერნატიული სიმღერების ჩარტში.
ჩარტი დაარსდა 1981 წლის 21 მარტს ბილბორდის ახალი ნომრის გამოსვლასთან ერთად. მან რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელი. თავიდან ერქვა „საუკეთესო სიმღერები“ და მას კომპანიონობას უწევდა „როკ ალბომების ჩარტი“. „საუკეთესო სიმღერები“ თავდაპირველად მოიცავდა სამოც საუკეთესო სიმღერას. პირველი ნომერ-პირველი სიმღერა იყო ერიკ კლეპტონის I Can't Stand It. 1984 წლის სექტემბერში ჩარტმა შეიცვალა სახელი და დაერქვა „საუკეთესო როკ-სიმღერები“, ხოლო 1986 წლის აპრილიდან — „ალბომის როკ-სიმღერები“.[1]
იმისათვის, რომ ალტერნატიული როკის რადიო სადგურები უფრო ცნობადი გამხდარიყო, ბილბორდმა 1988 წლის 10 სექტემბრის გამოცემასთან ერთად დაიწყო ახალი ჩარტი - „თანამედროვე როკ-სიმღერები“. ამ ჩარტის დაარსებიდან ორი თვის განმავლობაში U2-ს სიმღერამ Desire გახდა პირველი სიმღერა, რომელმაც როკ-სიმღერების ორივე ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.
1996 წელს ჩარტმა შეიცვალა სახელი და ახლა უკვე „მეინსტრიმული როკ-სიმღერების“ სახელით მოევლინა მსოფლიოს.
2003 წლის ივლისში ჩარტმა კიდევ ერთხელ შეიცვალა სახელი და ამჟამინდელი სახელით „ცხელი მეინსტრიმული როკ-სიმღერები“ გამოვიდა ბილბორდის მაშინდელ გამოცემაში. მას შემდეგ ჩარტი თავისუფლად წვდომადი იყო მხოლოდ ჟურნალის საიტზე 2009 წლის ივნისამდე, შემდეგ იგი ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ საიტის აბონენტთათვის. იმ დროისათვის დაარსდა ახალი ჩარტი სახელწოდებით „როკ-სიმღერები“, რომელიც აერთიანებდა სამი ჩარტის მონაცემებს.
ბოლო წლებში ხშირდება თანაკვეთა მეისტრიმულსა და ალტერნატულ სიმღერების ჩარტებს შორის. ექვსწელნახევრის განმავლობაში, დაწყებული Aerosmith-ის სიმღერიდან Jaded 2001 წელს, ყველა ნომერ პირველი სიმღერა მეინსტრიმული როკ-სიმღერების ჩარტიდან ხვდებოდა ალტერნატიული სიმღერების ჩარტშიც. საბოლოოდ ეს ტენდენცია დაარღვია ოზი ოსბორნის სიმღერამ I Don't Wanna Stop 2007 წლის ივლისში (თუმცა ამით არ დამთავრებულა: ნომერ პირველი მეინსტრიმული სიმღერები მომავალშიც კვლავ ხვდებოდა ალტერნატიული სიმღერების ჩარტში).
მიღწევები ჩარტებში
ქვემოთ ჩამოთვლილია სიმღერები, რომლებმაც ათზე მეტი კვირა გაატარეს პირველ პოზიციაზე.
შემსრულებლები ყველაზე მეტი #1 სინგლით
შემსრულებლები ყველაზე მეტი კვირით #1 სინგლით
შემსრულებლები ყველაზე მეტი საუკეთესო 10-ეულში მოხვედრილი სინგლით
შემსრულებლები ჩარტში მოხვედრილი ყველაზე მეტი სინგლით
სიმღერები Mainstream Rock-ში ყველაზე მეტი კვირით
- "So Cold", Breaking Benjamin (62)
- "Cold", Crossfade (56)
- "Hemorrhage (In My Hands)", Fuel (56)
- "Headstrong", Trapt (55)
- "Loser", 3 Doors Down (53)
- "Awake", Godsmack (53)
- "Wasteland", 10 Years (52)
- "Paralyzer", Finger Eleven (52)
- "Remedy", Seether (52)
- "Life Is Beautiful", Sixx: A.M. (52)
სიმღერები #1 პოზიციაზე ათი ან მეტი კვირით
21 კვირა
20 კვირა
17 კვირა
16 კვირა
15 კვირა
14 კვირა
13 კვირა
12 კვირა
11 კვირა
10 კვირა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო