Inekon 01 Trio (იგივე Škoda 03 T, Škoda Astra , მოგვიანებით Škoda Anitra (Asynchronní nízkopodlažní tramvaj; ასინქრონული დაბალიატაკიანი ტრამვაი)) — სამსექციური, ორურიკიანი (ოთხღერძიანი), შესახსრული, ნახევრადდაბალიატაკიანი, ცალმხრივი მიმართულების ტრამვაის ვაგონი, რომელიც აიგო კომპანია Inekon–ის მიერ, ოსტრავის სატრანსპორტო გაერთიანების საწარმოო ბაზაზე. ინეკონმა პირველი ასეთი ვაგონი 2002 წელს ააგო. Inekon 01 Trio–ს სალონის იატაკის შუა ნაწილი დაბალი აქვს (ლიანდაგის ზედაპირიდან 35 სმ სიმაღლეზე), ხოლო ვაგონის პირველ და ბოლო ნაკვეთურებში, ურიკების თავზე იატაკი მაღალია. მოგვიანებით, 2007 წელს კომპანია ინეკონმა Inekon 01 Trio–ს მიხედვით გამოუშვა ამ ვაგონის ორმხრივი მიმართულების მქონე ვერსია აშშ–ს ქალაქებისთვის, რომელსაც Inekon 12 Trio ეწოდა.
ტექნიკური მონაცემები
სექციების რაოდენობა: 3
სიგრძე: 20,13 მ
სიგანე: 2,46 მ
სიმაღლე: 3,46 მ
შასის ბაზა: 1,88 მ
შასის დისტანცია: 11,8 მ
ბორბლის დიამეტრი (მაქს./მინ.): 61/53 სმ
მინიმალური ვერტიკალური მოხვევის რადიუსი: 250 მ
მინიმალური ჰორიზონტალური მოხვევის რადიუსი: 18 მ
სამანევრო მოხვევის რადიუსი: 16 მ
ლიანდაგის სიგანე: 1 435 მმ
წონა: 26 ტ (+/– 5%)
ტევადობა: 155 კაცი
დასაჯდომი ადგილები: 42
დასადგომი ადგილები: 113
დაბალი იატაკი: 50%
იატაკის სიმაღლე: 350/780 მმ
მაქს. რეკომენდებული სიჩქარე: 70 კმ/სთ
მოტორების სიმძლავრე: 340 kW (4 x 85 kW)/ 360 kW (4 x 90 kW)