„Hunter × Hunter“ (იაპონ.ハンター×ハンターHantā Hantā?, შემოკლება: HxH) — იაპონური მანგას სერია, რომლის სცენარის ავტორი და მხატვარია იოსიჰირო ტოგასი. იგი გამოიცემა Weekly Shōnen Jump-ში 1998 წლის 3 მარტიდან, თუმცა 2006 წლიდან გამოშვება დროდადრო წყდება. 2017 წლის ივნისისთვის 37 ტომის სახით Shueisha-ს მიერ გამოიცა „Hunter × Hunter“-ის 360 თავი.
სერიის მთავარი პერსონაჟი გონ ფრიკსია, რომელიც შეიტყობს, რომ მამამისი, რომელიც დაღუპული ეგონა, სინამდვილეში ცოცხალია და ფლობს მონადირის პროფესიას. მონადირეები ამ სამყაროში ეძებენ იშვიათ არსებებს, განძს, იკვლევენ მანამდე უცნობ ადგილებს ან იჭერენ საშიშ დამნაშავეებს. მამის პოვნის მიზნით გონი გადაწყვიტავს, თავადაც მონადირე გახდეს. მოგზაურობებისას იგი ახალ მეგობრებს შეიძენს და მრავალ მტერს ხვდება.
1999 წელს Hunter × Hunter Nippon Animation-ის მიერ ადაპტირებული იქნა 62 ეპიზოდიან ანიმე-ტელესეირალად. იგი 2001 წლამდე Fuji TV-ზე გამოდიოდა. 2002–2004 წელს გამოვიდა 30 ეპიზოდისგან შემდგარი სამი ცალკე ოვა – 1999 წლის ტელესერიალის გაგრძელება და მისი მეორე ნაწილი. მანგას მიხედვით მეორე ტელესერიალი შეიქმნა Madhouse-ის მიერ. იგი გადიოდა Nippon Television-ზე 2011 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე. 2013 წელს გამოვიდა იმავე სტუდიის ორი სრულმეტრაჟიანი ანიმე – „Hunter × Hunter: Phantom Rouge“ და „Hunter × Hunter: The Last Mission“
მანგას დადებითი შეფასება მიენიჭა ძირითადი მკითხველის და კრიტიკოსების მიერ. იგი წარმოადგენს Shueisha-ს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნაწარმს – 2014 წლის თებერვლისთვის გაყიდული 66 მილიონი ტომით.
სიუჟეტი
გამოგონილ სამყაროში მონადირეები ფლობენ განსაკუთრებულ შესაძლებლობებს. მაგალითად, მხოლოდ მათთვისაა ცნობილი, სად არის დაკარგული მიწები ან უძველესი განძი. მათთვის ცნობილია სამყაროს ყველაზე დიდი საიდუმლოებები. მათში ყველაზე რჩეულებს მინიჭებული აქვთ სისხლიანი შურისძიების, მკვლელობის და ადამიანებზე ნადირობის უფლებაც. გონ ფრიკსი, მთავარი პერსონაჟი, 12 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც უნდა მონადირეების გამოცდის ჩაბარება, რათა იპოვოს მამა. თუმცა, მამის ბიძაშვილი მიტო (რომელიც გონის აღმზრდელია) სასტიკი წინააღმდეგია, რადგან შიშობს, რომ იგი შეიძლება საკუთარი მამის კვალს გაჰყვეს, რომელმაც ნადირობის გამო ყველაფერი დატოვა, საკუთარი ოჯახიც კი. გონი იძენს მეგობრებს, კურაბიკას, ლეორიოს და კილუას, და მათთან ერთად უამრავ თავგადასავალს გადის.