Garden Party — ბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის სიმღერა და სინგლი სადებიუტო სტუდიური ალბომიდან Script for a Jester's Tear. ბრიტანულ ჩარტში მან 16-ე პოზიციამდე მიაღწია.[1]
სტუდიურ ვერსიაში სიტყვების I'm rucking მაგივრად ფიში მღერის I'm fucking. სინგლის ვერსიისათვის სტრიქონი შეცვლილი იქნა I'm miming-ზე[2]. გადაცემაში Top of the Pops მისი შესრულების დროს ფიში დემონსტრაციულად არ აღებდა პირს და ტუჩებზე თითს იდებდა.
ხალხური სიმღერის Margaret საკონცერტო ვერსია ჩაწერილია 1983 წლის 7 აპრილს, ედინბურგში (შოტლანდია).
Charting the Single ჩაწერილი იქნა 1983 წლის 18 აპრილს, ლონდონის ჰამერსმით ოდეონში. იგივე კონცერტი მოგვიანებით გამოვიდა ვიდეოჩანაწერის Recital of the Script სახით, თუმცა ეს სიმღერა სრულ ვერსიაში შეტანილი არ არის.
სიმღერები
7" ვერსია
- Garden Party (მოკლე ვერსია) - 4:29
- Margaret (მოკლე ვერსია) - საკონცერტო: ედინბურგი, 7 აპრილი, 1983 - 4:09
12" ვერსია
- Garden Party - 7:11
- Charting the Single (საკონცერტო): ჰამერსმით ოდეონი, 18 აპრილი, 1983 - 6:30
- Margaret (მოკლე ვერსია) - საკონცერტო: ედინბურგი, 7 აპრილი, 1983 - 12:17
კომპაქტ-დისკი
- Garden Party 7 (მოკლე ვერსია) - 4:29
- Margaret (მოკლე ვერსია) - საკონცერტო: ედინბურგი, 7 აპრილი, 1983 - 4:09
- Garden Party (ალბომის ვერსია) - 7:15
- Charting the Single (საკონცერტო): ჰამერსმით ოდეონი, 18 აპრილი, 1983 - 6:30
- Margaret (სრული ვერსია) - საკონცერტო: ედინბურგი, 7 აპრილი, 1983 - 12:17
1986 წლის გამოცემა
1986 წელს ასევე გამოვიდა Welcome to the Garden Party. იგი გამოიცა მხოლოდ გერმანიაში, ჯგუფის ევროპული ტურნეს მსვლელობისას და მის მხარდასაჭერად. საგულისხმოა, რომ სინგლის გამოცემები განსხვავდება იმით, რომ 7" ვერსიაში წარმოდგენილია სიმღერების სტუდიური, ხოლო 12" ვერსიაში - საკონცერტო ვერსიები.
სიმღერები
7" ვერსია
- Garden Party - 4:26
- Market Square Heroes - 1982 წლის ვერსია - 3:40
12" ვერსია
- Garden Party - ლესტერი, ინგლისი, 5 მარტი, 1984, საკონცერტო ვერსია - 4:10
- Kayleigh - ჰამერსმით ოდეონი, ლონდონი, ინგლისი, 9-10 იანვარი, 1986 - 3:53
- Script for a Jester's Tear - ჰამერსმით ოდეონი, ლონდონი, ინგლისი, 9-10 იანვარი, 1986 - 8:50
მუსიკალური ვიდეო
სიმღერის მუსიკალურ ვიდეოში გადაღებულია ენდი უორდი, თუმცა დასარტყმელ საკრავებზე უკრავს მიკ პოინტერი. ფიში, მარკ კელი, პიტ ტრევავასი და ენდი უორდი ასრულებენ სოფლელი ბიჭუნების როლს, რომლებიც უფუჭებენ წვეულებას მაღალი ფენების წარმომადგენლებს. სტივ როზერიმ გადაღებამდე უარი თქვა წვერ-ულვაშის გაპარსვაზე, ასე რომ მას მისცეს მღვდლის როლი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| სინგლები | |
---|
| დაკავშირებული | |
---|
|