Famitsu
|
|
სპეციალიზაცია
|
ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
|
ენა
|
იაპონური
|
პუბლიკაციის დეტალები
|
გამომცემელი
|
Enterbrain, Inc., Tokuma
|
ქვეყანა
|
იაპონია
|
პუბლიკაციის ისტორია
|
500,000 (Shūkan) 120,000 (Entamikusu) 80,000 (Connect! On) 40,000 (DS+Wii)[1]
|
გამოცემის სიხშირე
|
ყოველკვირეული/ყოველთვიური
|
ტიპი
|
ბეჭდვითი და ონლაინ ჟურნალი
|
|
Famitsu — იაპონური ვიდეო თამაშების ჟურნალი, რომელსაც უშვებს კომპანიები: Enterbrain, Inc და Tokuma Shoten. Famitsu გამოდის გაყიდვაში ორი ფორმატით: ყოველკვირეულად და ყოველთვიურად, და ასევე სპეციალური თემატური გამოცემის სახით, რომელიც ეძღვნება მხოლოდ ერთი კონსოლის, ვიდეო თამაშის, კომპანიისა და სხვა თემების განხილვას. Shūkan Famitsū („ყოვლკვირეული Famitsu“) არის ჟურნალის ორიგინალური გამოცემა, რომელიც ითვლება ყველაზე წაკითხვად და დაფასებულ ჟურნალად ვიდეო თანაშების სიახლეების ჟურნალებს შორის.[2][3][4] 2011 წლის 28 ოქტომბრიდან მოყოლებული Enterbrain-მა დაიწყო ჟურნალის ყოველკვირეული ციფრული ვერსიის გამოშვება ექსკლუზიურად საიტ BookWalker-ზე.[5]
ისტორია
ფამიცუს პირველი გამოცემა გამოქვეყნდა 1986 წლის 6 ივნისს Famicom Tsūshin-ის სახით. ("Famicom -ის სიახლეები"). 1991 წლის 19 ივლისს ჟურნალი გადარქმეული იქნა Shūkan Famicom Tsūshin-ნად. ("Famicom-ის ყოველკვირეული სიახლეები"), ასევე დაიწყო ყოველთვიური ჟურნალისGekkan Famicom Tsūshin-ის გამოცემა. ("Famicom -ის ყოველთვიური სიახლეები"). 1996 წლის დასაწყისში ჟურნალებს შეუმცირდათ სახელწოდებები და დაერქვათ Shūkan Famitsū ("ყოველკვირეული Famitsū") და Gekkan Famitsū ("ყოველთვიური Famitsū").
ჟურნალი გამოიცემოდა კომპანია ASCII Corporation-ის მეშვეობით, თუმცა 2000 წელს იგი შეისყიდა კომპანია Enterbrain, Inc.-მა.
Famitsū-ს სპეციალური თემები
Famitsū აქვეყნებს ცალკეულ ჟურნალებს, რომელიც ეხება კონკრეტულ კონსოლსა და სხვადასხვა თემას. ამჟამად მიმოქცევაშია:
- Entamikusu - იგი ქვეყნდება შედარებით ხანდაზმული აუდიტორიისთვის და მოიცავს რეტროგეიმინგს. გამოიცემა ყოველთვიურად 2010 წლის ნოემბრიდან მოყოლებული.
- Famitsū Connect - გათვლილია ონლაინ თამაშებზე.
- Famitsū DS+Wii - იგი მოიცავს მხოლოდ Nintendo-ს პლატფორმებს (დღესდღეობით Nintendo 3DS-სა და Wii U).
- Famitsū GREE - ეხება მობილური თამაშების თემებს.
- Famitsū Mobage - Famitsū GREE-ის მსგავსად მოიცავს მობილურ თამაშებს.
შეფასებები
საიტი თამაშს აფასებს 40 ბალიანი სისტემით. დღესდღეობით მხოლოდ 22-მა თამაშმა მიიღო უმაღლესი ქულა. ქვემოთ წარმოდგენილია ქრონოლოგიურად თამაშების სია:
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| აგრეგატორი | |
---|
| ვიდეო თამაშების ჟურნალები | |
---|
| ვიდეო თამაშების ვებსაიტები | |
---|
| დაკავშირებული | |
---|
| |
|
სქოლიო