Dolby Theatre (ადრე ცნობილი სახელწოდებით Dolby Theatre) — თეატრი ლოს-ანჯელესში, რომელიც გაიხსნა 2001 წლის 9 ნოემბერს. გახსნის დღიდან რეგულარულად მასპინძლობს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას. თეატრის მშენებლობა 75 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა კომპანია Eastman Kodak-მა, იმისათვის, რომ თეატრი ყოფილიყო მისი სახელობის.[3] ამჟამინდელი სახელწოდება თეატრმა მიიღო 2012 წლის 1 მაისს.[4]
თეატრი იტევს 3400-მდე ადამიანს, ხოლო მისი სცენა ერთ-ერთი ყველაზე დიდია აშშ-ში. ოსკარის ცერემონიის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე დარბაზს ქირაობს კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია, დანარჩენ დროს კი თეატრში იმართება სხვადასხვა კონცერტები, შოუები და დაჯილდოებები.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო