D5 (ხორ.Dálnice D5) — მაგისტრალური საავტომობილო გზა ჩეხეთში. ავტომაგისტრალი დედაქალაქ პრაღას აკავშირებს ჩეხეთის ქალაქ პლზენთან და გერმანიის ქალაქ ნიურნბერგთან. მარშრუტის საერთო სიგრძე 151 კილომეტრია და ის ევროპის ავტომაგისტრალ E50-ის შემადგენელი ნაწილია.