თამაშის გეიმპლეი მისი წინამორბედის იდენტურია. მოთამაშეს შეუძლია შეუერთდეს, როგორც ტერორისტების, ისევე კონტრ-ტერორისტულ გუნდს ან იყოს დამკვირვებელი. შეუძლია აირჩიოს ოთხი განსხვავებული ჩაცმულობა (ტერორისტებისთვის სხვაა, კონტრ-ტერორისტებისთვის — სხვა). რაუნდის დაწყებამდე მოთამაშეებს აქვთ დროის რამდენიმეწამიანი მონაკვეთი იარაღების და სხვა ამუნიციის შესაძენად. ამ დროს მოძრაობა ან შეტევა შეუძლებელია. რაუნდის განმავლობაში შესაძლებელია უკან დაბრუნება და სასურველი შეიარაღების ხელახლა შესყიდვა. აგრეთვე არსებობს ნეიტრალური ადგილი, სადაც ორივე გუნდის წევრს შეუძლია ამუნაციის შესყიდვა (დამოკიდებულია რუკის მონაცემებზე). მოთამაშე, რომელიც „მოკვდება“ შემდეგ რაუნდში ძირითადი აღჭურვილობით წარსდგება, ხოლო გადარჩენილს უნარჩუნდება შეიარაღება.
თამაშის დროს შესაძლებელია სასურველი სახელისა და ლოგოს (სპრეი) არჩევა. მასში რუკების მრავალფეროვანი არჩევანია, აგრეთვე გააჩნია საერთო ჩატის ფუნქცია.