|
„ეს სიმღერა მოგვითხრობს ისტორიის სამ პერიოდზე. პირველია XIX საუკუნე, როდესაც ბავშვთა მსვლელობის იდეა დაიბადა. ორ მონაზონს უნდა აეყვანა ასეთები მთელი ევროპის ქუჩებში, რათა პალესტინელები წმინდა მიწიდან სწორედ მათი დახმარებით გაეგდო. მაგრამ სინამდვილეში ისინი მათ ყიდდნენ მონებად, ჩრდილოეთ აფრიკაში. ეს არის ცინიზმის შესანიშნავი მაგალითი. მეორე ნაწილი მოგვითხრობს პირველ მსოფლიო ომზე და იმაზე თუ როგორ იღუპებოდნენ ახალგაზრდები მათთვის სრულიად უცნობი მიზეზების გამო. ეს ასევე იყო ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა. მესამე ნაწილი ეხება ინგლისში ჰეროინის ინდუსტრიის განვითარებას - იქ, სადაც ჰეროინი შაქარზე უფრო იაფია. ვფიქრობ, ხალხი, რომელიც ჰეროინის ინდუსტრიას მართავს - მე ვგულისხმობ მსუქან ბიზნესმენებს, რომლებიც აქედან დიდ მოგებას პოულობენ - იგივე კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ბავშვებს ყიდდა XXI საუკუნეში და ხალხს უშვებდა ომში 1914-1918 წლებში.“
|