Cartoon Network — ამერიკული საკაბელო და სატელიტური სატელევიზიო არხი, რომლის მფლობელია Time Warner-ის დანაყოფი Turner Broadcasting System. იგი გაშვებული იქნა 1992 წლის 1 ოქტომბერს.
არხი ძირითადად განკუთვნილია ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის 1-დან 15 წლამდე და სხვა ასაკის ახალგაზრდებსა და მოზრდილებზე (მაგალითად, გვიანი ეთერის გადაცემები Adult Swim).[1] ხელმისაწვდომია ესპანურენოვანი აუდიო არხიც. სხვადასხვა საკაბელო და სატელიტური კომპანია მაყურებელს ესპანურ ეთერს ცალკე ტელეარხის სახით სთავაზობს.
2013 წლის აგვისტოსთვის Cartoon Network აშშ-ში გადაიცემოდა დაახლოებით 98 671 000 სახლში, ფასიან სატელევიზიო პაკეტში[2]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო