Paradise-ი აიგო იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილიყო მსოფლიოში პირველი სრულიად არამწეველთა გემი. მშენებლობის თითოეულ დონეს ახორციელებდა არამწეველი პერსონალი და მომსახურებაში შევიდა თამბაქოს საწინააღმდეგო და კიბოს პრევენციის რამდენიმე ორგანიზაციის მხარდაჭერით. გემის ორივე მხარეს და კიჩოზე, სახელის ქვეშ ეწერა „No smoking“.
მოწევის საწინააღმდეგო წესები მკაცრად მოქმედებდა. თუ კი რომელიმე მგზავრი შემჩნეულ იქნებოდა მოწევაში, ის ჯარიმდებოდა 250 აშშ დოლარით და ჩამოსვამდნენ შემდეგ პორტში, მასვე უნდა აენაზღაურებინა სახლში დაბრუნების ხარჯები. მწირი შემოსავლების გამო, 2003 წლის დეკემბერში, კარნივალმა გემზე მოწევის აკრძალვა გააუქმა.
იმის გამო, რომ Paradise-ს არ ჩატარებია პროგრამა „Evolutions of Fun“-ის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, 2015 წელს მას ჩაუტარდება „Fun Ship 2.0“-ის განახლებადი სამუშაოები, რასაც მისი დობილი გემი Carnival Elation-ი უფრო ადრე, 2014 წელს მიიღებს.[1][2]