სი-ტრეინი (ინგლ.C-Train) — მსუბუქლიანდაგიანი ტრანსპორტის სახეობა კანადის ქ. კალგარში. დღეისათვის გააჩნია 3 ნაწილად გაყოფილი 2 ხაზი. საერთო სიგრძე — 44,8 კმ. კავშირებს კალგარის ჩრ.-აღ., ჩრ.-დას. და სამხრ. რაიონებს. იგეგმება, აგრეთვე, დას., სამხრ.-აღ. და ჩრ. მიმართულებით ხაზთა მშენებლობა. 2008 წლის მონაცემებით, სი-ტრეინს ყოველდღიურად 297 500 მგზავრი გადაჰყავს.