ამაჩქარებლის გარეშე: 1,300 კგ, ამაჩქარებლიანად: 1,600 კგ
სიგრძე
ამაჩქარებლის გარეშე:556 მ, ამაჩქარებლიანად: 625 მ
დიამეტრი
52 მმ
დეტონაციის მექანიზმი
FMU-148 (Block III-დან მოყოლებული), სხვა მექანიზმები სპეციალური დანიშნულებით
BGM-109 Tomahawk (ინგლ.ტომაჰავკი) — სახმელეთო შეტევის, შორი მოქმედების, ბგერამდელი ამერიკული ფრთოსანი რაკეტების ოჯახი. ძირითადად გამოიყენება აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ გემების და წყალქვეშა ნავების პლატფორმებიდან სახმელეთო იერიშებისთვის. დაპროექტებულია კომპანია General Dynamics-ის მიერ 1970 წლებში და თავდაპირველის გემით წარმოადგენდა საშუალო-შორი მოქმედების, დაბალ სიმაღლეზე მფრენ რაკეტას, რომლის გაშვებაც განხორციელდებოდა სახმელეთო პლატფორმიდან. დროთა განმავლობაში „ტომაჰავკმა“ მრავალი განახლება და მოდიფიკაცია განიცადა, აღიჭურვა ზუსტი ნავიგაციის მართვის სისტემებით. ამჟამად იწარმოება Raytheon-ის მიერ.[3]2016 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა შეიძინა 202.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Tomahawk Block IV მოდიფიკაციის 149 რაკეტა.[1]
რაკეტა ატარებს ამერიკის მკვიდრი ინდიელების საბრძოლო სატყორცნი ნაჯახის სახელს.
ვარიანტები
არსებობს BGM-109 Tomahawk-ის რამდენიმე სახეობა, რომლებიც სხვადასხვა სახის საბრძოლო ქობინს იყენებენ:
BGM-109G GLCM — ბირთვული W84 ქობინით; მოიხსნა შეიარაღებიდან 1991 წელს.
AGM-109H/L MRASM — მოკლე/საშუალო მანძილის ტურბორეაქტიული ძრავით აღჭურვილი ჰაერი-მიწა ტიპის რაკეტა კასეტური ქობინით; არასოდეს მიღებულა შეიარაღებაზე. ღირებულება 569 000 აშშ დოლარი (1999 წლისთვის).[4]
სახმელეთო ბაზირების „ტომაჰავკებისთვის“ (GLCM) გამოიყენებოდა სატვირთო პლატფორმა MAN KAT1 და გაშლილი იყვნენ ევროპაში. შეიარაღებიდან GLCM მოიხსნა 1987 წლის შეთანხმების საფუძველზე. ხომალდსაწინააღმდეგო ვერსიების უმრავლესობა, ცივი ომის დასრულების შემდეგ გადაკეთდა სახმელეთო იერიშის რაკეტებად (TLAM). Block III მოდიფიკაციას, რომელიც სამსახურში ჩადგა 1993 წელს, ჰქონდა მოქმედების გაზრდილი სიშორე და მიიღო GPS-მიმღებები, რითაც იერიშის სიზუსტე გაიზარდა. Block III TLAM-C-ში შენარჩუნდა სანავიგაციო სისტემა DSMAC II, GPS-დამიზნება ხდებოდა მხოლოდ ისეთ მისიებში, რომლებიც სწრაფად იგეგმებოდა სიზუსტის გარკვეული შემცირებით, ხოლო DSMAC II გამოიყენებოდა იმ მისიებში, რომლებიც ხანგრძლივი დაგეგმვის ეტაპს გადიოდნენ, თუმცა სიზუსტე უკეთესი იყო; DSMAC II და GPS სანავიგაციო სისტემების კომბინაციის გამოყენების შემთხვევაში მიიღება საუკეთესო სიზუსტე. Block IV TLAM-ები მთლიანად ხელახლა დაპროექტდა, მიიღო გაუმჯობესებული ტურბოვენტილატორული ძრავი.