Alfa Romeo Carabo (ბერტონე ალფა რომეო კარაბო) — სარბოლო ავტომანქანა, რომელიც შემუშავებულია იტალიური საავტომობილო კომპანია Alfa Romeo-ს მიერ. მანქანა ცნობილია გარდამავალი მწვანე შეფერილობით, რითაც ხოჭო კარაბოს მოგვაგონებს.
„კარაბო“ 1968 წლის პარიზის ავტოშოუსათვის შეიქმნა და მისი ავტორი ბერტონეს დიზაინის სახლში მოღვაწე იტალიელი მარჩელო განდინია. განდინის აგრეთვე ეკუთვნის ისეთი ცნობილი ავტომობილების დიზაინი, როგორიცაა „ლამბორჯინი ქაუნთაჩი“, „ლანიკა სტრატოსი“, და „ბუგატი EB110“. 70-იან წლებში დიზაინერები განუდგნენ მსუბუქ, მომრგვალებულ ფორმებს და ხისტ, მკვეთრ ფორმებზე გადავიდნენ. გემოვნების ცვლილება ყველაზე კარგად ლამბორჯინი „მიურადან“ „ქაუნთაჩზე“ გადასვლისას იგრძნობა.
კარაბოს ინტერიერში სწორი ხაზები და მართკუთხა ფორმები სჭარბობს, ხოლო ავტომობილში მაღლა ასაწევი კარებიდან შეიძლება დაჯდომა.
ლიტერატურა
- ჯონ ლამი, „სუპერმანქანები“, თბ., 2009