ABC კუნძულები[1] ეწოდება არუბას, ბონეირს, კიურასაოს მათი ლათინური დასახელებების პირველი ასოების მიხედვით (Aruba, Bonaire, Curaçao). ისინი არიან კარიბებში, ქარპირა კუნძულების სამი უკიდურესი სამხრეთი კუნძული. მდებარეობენ ვენესუელას (ფალკონის შტატი) ჩრდილოეთით. განლაგებული არიან დასავლეთიდან აღმოსავლეთით შემდეგი თანმიმდევრობით: არუბა, კიურასაო, ბონეირი.
სამივე კუნძული შედის ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაში, თუმცა არ არიან ევროპის კავშირის წევრი. არუბას და კიურასაოს ნიდერლანდების სამეფოში აქვთ დამფუძნებელი თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის სტატუსი, ხოლო ბონეირი არის ნიდერლანდების სპეციალური მუნიციპალიტეტი (ოფიციალურად საჯარო ორგანო).
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო