A6 (ხორ.Autocesta A6) — ავტომაგისტრალი ხორვატიაში. მაგისტრალი იწყება ავტომაგისტრალ A1-ის ბოსილევოს კვანძიდან, კვეთს გორსკი-კოტარს და ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქ რიეკას და სრულდება მის სიახლოვეს ავტომაგისტრალ A7-თან. მარშრუტის საერთო სიგრძე 80.2 კილომეტრია[1].