1958 წლის ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულება აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის — შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს შორის ბირთვული იარაღის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულების სრული სახელწოდებაა შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის ატომური ენერგიის გამოყენებაზე ორმხრივი თავდაცვის მიზნით . აღნიშნული საშუალებას აძლევს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს გაცვალონ ბირთვული მასალები, ტექნოლოგიები და ინფორმაცია. აშშ-ს ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმებები სხვა ქვეყნებთანაც აქვს, მათ შორის საფრანგეთთან და ნატოს სხვა ქვეყნებთან, მაგრამ აღნიშნული შეთანხმება ყველაზე ყოვლისმომცველია. დიდი ბრიტანეთისთვის შეთანხმების სტრატეგიული ღირებულების გამო, ჰაროლდ მაკმილანმა (პრემიერ მინისტრი, რომელიც მეთვალყურეობდა დიდი ბრიტანეთის შეთანხმებაში შესვლას) მას უწოდა „დიდი პრიზი“.[1]
ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1958 წლის 3 ივლისს მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა შოკში ჩააგდო ამერიკული საზოგადოება „სპუტნიკი“-ს გაშვებით 1957 წლის 4 ოქტომბერს და ბრიტანულმა წყალბადის ბომბის პროგრამამ წარმატებით გამოსცადა თერმობირთვული მოწყობილობა 8 ნოემბერს Operation Grapple ტესტირების დროს. ჩამოყალიბდა ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობა როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. მალე დიდი ბრიტანეთი დამოკიდებული გახდა აშშ-ზე მისი ბირთვული იარაღის გამო, რადგან ის დათანხმდა ერთობლივად შეეზღუდათ ბირთვული პროგრამები საერთო ტექნოლოგიებით. ხელშეკრულება პროექტი "E"-ს ფარგლებში საშუალებას იძლეოდა დიდი ბრიტანეთისთვის მიეწოდებინათ ამერიკული ბირთვული იარაღი, რომელსაც სამეფო საჰაერო ძალები და რაინის ბრიტანეთის არმიის გამოიყენებდა 90-იანი წლების დასაწყისამდე, სანამ გაერთიანებული სამეფო სრულიად დამოუკიდებელი გახდებოდა საკუთარი ქობინების შემუშავებასა და წარმოებაში.
შეთანხმება ითვალისწინებდა დიდი ბრიტანეთისთვის ერთი სრული ატომური წყალქვეშა სისტემის და მისი საწვავის, გამდიდრებული ურანის ათწლიანი მარაგის მიყიდვას. ამავდროულად ბრიტანეთის მხრიდან შეძენილი იქნა სხვა ბირთვული მასალებიც. 1960-1979 წლებში დიდი ბრიტანეთის მიერ წარმოებული დაახლოებით 5,4 ტონა პლუტონიუმი გაიგზავნა აშშ-ში 6,7 ტონა ტრიტიუმის და 7,5 ტონა მაღალგამდიდრებული ურანის (HEU) სანაცვლოდ, თუმცა HEU-ს უმეტესი ნაწილი გამოიყენებოდა არა იარაღებისთვის, არამედ როგორც საწვავი ბრიტანეთის ბირთვული წყალქვეშა ფლოტისთვის. ხელშეკრულებამ გზა გაუხსნა პოლარისის გაყიდვის შეთანხმებას და სამეფო საზღვაო ფლოტმა საბოლოოდ შეიძინა იარაღის მთელი სისტემები, გაერთიანებული სამეფოს პოლარისის პროგრამისა და Trident ბირთვული პროგრამის მეშვეობით ამერიკული რაკეტები ბრიტანული ბირთვული ქობინებით გამოიყენებოდა.
ხელშეკრულება შეიცვალა და განახლდა ცხრაჯერ. უახლესმა განახლებამ ის 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.
1944 წლის სექტემბრის hyde park aide memoire-იმ გააფართოვა ორივე, როგორც სავაჭრო, ისე სამხედრო თანამშრომლობა ომის შემდგომ პერიოდში[6] მაგრამ 1945 წლის 12 აპრილს რუზველტი გარდაიცვალა და ეს უკანასკნელი აღარ გახლდათ მბოჭავი ძალის შემდგომი ადმინისტრაციისთვის.[7] რეალურად, ის მატერიალურადაც დაიკარგა. როდესაც ფელდმარშალმა სერ ენრი მეიტლანდ უილსონმა ეს საკითხი დააყენა გაერთიანებული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 1945 წლის ივნისში, ამერიკული ეგზემპლარი ვერ მოიძებნა.[8] კვებეკის შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ურთიერთშეთანხმების გარეშე ბირთვული იარაღი არ იქნება გამოყენებული სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. 4 ივლისს უილსონმა გასცა ბრძანება იაპონიის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ბრძანება გასცა. [9] 8 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა კლიმენტი ეტლიელმა გაუგზავნა წერილი პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს, სადაც საკუთარ თავს როგორც ამ "დიდი ძალის მაკონტროლებელი მთავრობების მეთაურად" მოიხსენიებდა.[10][11]
ტრუმანის ადმინისტრაცია
ბრიტანეთის მთავრობა იმედოვნებდა, რომ აშშ გააგრძელებდა ბირთვული ტექნოლოგიების გაზიარებას, იმდენად რამდენადაც ის საერთო აღმოჩენად განიხილებოდა. 1945 წლის 9 ნოემბერს ეტლი და კანადის პრემიერ მინისტრიმაკენზი კინგი გაემგზავრნენ ვაშინგტონში, რათა ტრუმენთან განეხილათ ბირთვულ იარაღსა და ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებით მომავალი თანამშრომლობის საკითხი.[10][12] 1945 წლის 16 ნოემბერს ხელი მოეწერა "განზრახვის მემორანდუმს", რომელმაც კანადა სრულ პარტნიორად აქცია და მანამდე კვებეკის შეთანხმებაში ბირთვული ძალის გამოყენებისთვის გათვალისწინებული "ურთიერთთანხმობის" კრიტერიუმი "წინასწარი კონსულტაციით" შეცვალა. ამ უკანასკნელით "ატომური ენერგეტიკის სფეროში სრული და ეფექტური თანამშრომლობისთვის" უნდა მიეღწიათ, მაგრამ ბრიტანელების იმედები მალევე არ გამართლდა, რადგან აღნიშნული მხოლოდ „ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევით“ შემოიფარგლებოდა. [13][14] ტექნიკური თანამშრომლობა შეწყდა აშშ-ს 1946 წლის ატომური ენერგიის აქტით (მაკმაჰონის აქტი) რომელიც კრძალავდა შეღუდული ინფორმაციის გადაცემას ამერიკელი მოკავშირეებისთვის.[15][16]
ტექნიკური თანამშრომლობა დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების 1946 წლის ატომური ენერგეტიკის აქტით (მაკმაჰონის აქტი), რომლითაც ამერიკის მოკავშირეებისთვის "შეზღუდული მონაცემების" გადაცემა აიკრძალა და სასჯელად ითვალისწინებდა სიკვდილს. [17]. ეს ნაწილობრივ განპირობებული იყო 1946 წლის თებერვალში ბრიტანელი ფიზიკოსის ალან ნან მეის ჯაშუშობისთვის დაპატიმრებით, მაშინ როცა განიხილებოდა საკანონმდებლო ცვლილებები ამ საკითხთან მიმართებით.[18]ამერიკული იზოლაციონიზმის აღორძინებისა და ბრიტანეთის მიერ დიდი ძალის სტატუსის დაკარგვის შიშით, ბრიტანეთის მთავრობამ განაახლა საკუთარი განვითარების სტრატეგია, [19] ახალი კოდური სახელწოდებით მაღალფეთქებადი კვლევა.[20]
1947 წლის ბოლოსათვის 1,900 длинных тонн (1,900 т) 1900 ტონა ურანის საბადო გაერთიანებული განვითარების ფონდისთვის, დიდი ბრიტანეთის გამოყენებისთვის განკუთვნილ 1350 ტონასთან ერთად, ბელგიური კონგოდან გადაზიდეს სპრინგფილდში, პრესტონთან ახლოს, ლანკაშირში, როგორც ომში გაზიარების შეთანხმების ნაწილი. 1,350 длинных тонн (1,370 т) საკუთარი ბირთვული იარაღის პროექტის მარაგზე წვდომის მისაღებად, დაიწყო მოლაპარაკებები, რასაც შედეგად მოჰყვა Modus Vivendi შეთანხმება, [21] რომელსაც ხელი მოეწერა 1948 წლის 7 იანვარს და ოფიციალურად შეწყვიტა ყველა აქამდე არსებული ხელშეკრულება, მათ შორის კვებეკის შეთანხმებაც. ზემოაღნიშნულმა ხელშეკრულებამ გააუქმა ბრიტანეთის უფლება გამოეყენებინათ კონსულტაციები ატომურ იარაღთან დაკავშირებით; [22] დაუშვა ტექნიკური ინფორმაციის შეზღუდული გაცვლა შეერთებულ შტატებს, დიდი ბრიტანეთსა და კანადას შორის[23][24] ასევე გაგრძელდა ერთობლივი პოლიტიკური კომიტეტისა და ერთობლივი განვითარების ფონდის მუშაობა[22] იმის მიუხედავად, რომ ამ უკანასკნელს გაერთიანებული განვითარების სააგენტო ეწოდა.[25][26]
1949 წელს ამერიკელებმა შესთავაზეს აშშ-ის ატომური ბომბების დაყენება ბრიტანეთის გამოსაყენებლად, თუ ბრიტანეთი თანახმა იქნებოდა ატომური ბომბის პროგრამის შეწყვეტაზე. [27] აღნიშნული ბრიტანეთისთვის ბირთვული იარაღს უფრო ადრე ხელში ჩაგდებას მოასწავლებდა ვიდრე დაგეგმილ 1952 წლის ბოლოს . [28] თუმცა მხოლოდ სამხედრო გეგმებით მოთხოვნილი ბომბის კომპონენტები შეინახებოდა დიდ ბრიტანეთში, ხოლო დანარჩენი აშშ-სა და კანადაში..[29] შეთავაზება ბრიტანელებმა უარყვეს იმ მოტივით, რომ ეს არ იყო მისაღები „პირველი კლასის ძალაუფლების სტატუსს სახელმწიფოსთვის, სხვებზე დაყრდნობა შეუსაბამოა ამ უმაღლესი მნიშვნელობის იარაღისთვის“ .[30]
როგორც კონტრშემოთავაზება, ბრიტანელებმა შესთავაზეს ბრიტანული პროგრამის შეზღუდვა ამერიკული ბომბების სანაცვლოდ.[31] წინააღმდეგობა გამოითქვა აშშ-ს მთავარი ოფიციალური პირებისგან, მათ შორის ატომური ენერგიის კომისიის აშშ-ის კომისრის ლუის სტრაუსისგან(AEC) და სენატორების Bourke B. Hickenlooper-ს და Arthur Vandenberg-ისგან ატომური ენერგიის ერთობლივი კომიტეტიდან (JCAE), რასაც თან დაერთო 1950 წლის 2 თებერვლის ბრიტანელი ფიზიკოსის კლაუს ფუქსის დაპატიმრება, რომელიც ატომური ჯაშუშის როლს ასრულებდა, ხოლო ამ ყველაფერმა გამოიწვია წინადადების უარყოფა.[32] 1951 წლის ივნისში განხორციელდა დონალდ მაკლინის განდევნა, რომელიც წარმოადგენდა გაერთიანებული პოლიტიკის კომიტეტის ბრიტანელ წევრს 1947 წლის იანვრიდან 1948 წლის აგვისტომდე. საბოლოოდ გაიზარდა ამერიკული უნდობლობა ბრიტანეთის უსაფრთხოების მოწყობის მიმართ.[33]
ეიზენჰაუერის ადმინისტრაცია
პირველი ბრიტანული ატომური ბომბი წარმატებით გამოსცადეს დასავლეთ ავსტრალიაშიოპერაცია ქარიშხლის დროს 1952 წლის 3 ოქტომბერს,[34]მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო განვითარებული იყო, ვიდრე 1946 წლის ამერიკული ბომბები, ბრიტანეთი ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ჩამორჩებოდა ბირთვული იარაღის ტექნოლოგიას.[35] 1 ნოემბერს აშშ-ში გაიმართა [„აივი მაიკი“], პირველი ნამდვილი თერმობირთვული მოწყობილობის ბირთვული გამოცდა (ასევე ცნობილი როგორც წყალბადის ბომბი).[36] დიდ ბრიტანეთში ტექნოლოგიის გაზიარებით შეერთებულმა შტატებმა მცირე სარგებელი დაინახა.[37][38] საბჭოთა კავშირმა „აივი მაიკი“-ს 1953 წლის 12 აგვისტოს ჯო-4-ით, დაჩქარებული ბირთვული იარაღის გამოცდის დროს უპასუხა.[37] ამან აიძულა პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი, რომლის ინაუგურაციაც ჩატარდა 1953 წლის იანვარში, ეცნობებინა აშშ-ს კონგრესისთვის რომ „მაკმაჰონი“ რომელიც მან მიიჩნია "საშინელ კანონმდებლობად" და "ერთ-ერთ ყველაზე სამწუხარო შემთხვევად ამერიკის ისტორიაში, რის გამოც მას პირადად რცხვენოდა - მოძველებული იყო.[39]
სამ-ძალიან ბერმუდის კონფერენციაზე 1953 წლის დეკემბერში ეიზენჰაუერმა და ჩერჩილმა, [40] რომელიც 1951 წლის 25 ოქტომბერს თავიდან აირჩა პრემიერ-მინისტრად [41] განიხილეს შესაძლებლობა აშშ-ს მიენიჭებინა დიდი ბრიტანეთისთვის წვდომას აშშ-ს ბირთვულ იარაღზე ომის დროს ,[40] რომელიც ცნობილი გახდა როგორც პროექტი E.[39] თუმცა მოსაგვარებელი იყო ტექნიკური და სამართლებრივი საკითხები, სანამ ამერიკიდან ბირთვული იარაღის ბრიტანეთში ჩატანა მოხდებოდა. ამერიკელებს უნდა გაეთვალისწინებინათ ასევე მათი წონა და ბალისტიკური მონაცემები, რადგან ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება შეზღუდული იყო მაკმაჰონის აქტით.[42]
1954 წლის 30 აგვისტოს მასში ცვლილებები შევიდა ატომური ენერგიის შესახებ 1954 წლის კანონით, რამაც შესაძლებელი გახადა ინფორმაციის გაცვლის გაფართოება უცხო სახელმწიფოებს შორის [43] და გზა გაუხსნა თანამშრომლობის შეთანხმებას ატომური ინფორმაციის შესახებ ურთიერთდაცვისთვის., რომელსაც ხელი მოეწერა 1955 წლის 15 ივნისს .[44] 1956 წლის 13ივნისს დაიდო კიდევ ერთი შეთანხმება ატომური წყალქვეშა ნავების ელექტროსადგურის გადაცემის შესახებ დიდი ბრიტანეთთან, რომლითაც ბრიტანეთის მთავრობამ დაზოგა მილიონობით ფუნტი. აღნიშნულმა გამოიწვია დავა JCAE-სთან იმის თაობაზე, იყო თუ არა ეს ნებადართული 1954 წლის ატომური ენერგიის აქტით. და აკმაყოფილებდა თუ არა გაერთიანებული სამეფო 1955 წლის შეთანხმებით დადგენილ უსაფრთხოების სტანდარტებს. საპრეზიდენტო 1956 წლის არჩევნების მოახლოებისას ეიზენჰაუერი იძულებული გახდა გაეუქმებინა შეთავაზება. [45]
მიუხედავად იმისა, რომ IRBM-ის მოლაპარაკებები წინ უძღოდა სუეცის კრიზისს, ბრიტანეთის მთავრობა აცხადებდა IRBM-ის შეთანხმებას როგორც დემონსტრირებას იმისა, რომ ბზარი გადაილახა. [50] ბრიტანულმა წყალბადის ბომბის პროგრამამ სცადა აეფეთქებინა თერმობირთვული მოწყობილობაოპერაცია Grapple-ის ტესტირების დროს, შობის კუნძულზე წყნარ ოკეანეში. .[51] სატესტო სერიას ხელი შეუწყო UA-მ, რომელიც ასევე ითვისებდა კუნძულს [52] მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტესტი წარუმატებელი იყო, ,[53] Grapple X ტესტმა 8 ნოემბერს საბოლოოდ მიაღწია სასურველ შედეგს..[51][54]
მოლაპარაკებები
სპუტნიკის კრიზისი
ბრიტანული თერმობირთვული იარაღების წარმატებული განვითარება ხელსაყრელი აღმოჩნდა იმისათვის, რომ განახლებულიყო მოლაპარაკებები აშშ-სთან. საბჭოთა კავშირის მიერ 1957 წლის 4 ოქტომბერს სპუტნიკ 1-ის გაშვება, რომელიც მსოფლიოში პირველი ხელოვნური სატელიტი იყო, ამერიკული საზოგადოებისათვის უდიდესი შოკი იყო, რადგან მათთვის აშშ-ს გააჩნდა ტექნოლოგიური უპირატესობა, რომელიც მათ ხელშეუხებლობას განაპირობებდა. უეცრად გამოჩნდა უდავო მტკიცებულება იმის დასამტკიცებლად, რომ, ზოგიერთ სფეროში მაინც, საბჭოთა კავშირი მათზე წინ იყო. გახმაურებულმა მოთხოვნამ, რომ ხელისუფლებას სპუტნიკის კრიზისისათვის პასუხი გაეცა, მისცა ბრიტანულ და ამერიკულ მხარეებს იმის საშუალება, რომ გამოესწორებინათ საკუთარი ურთიერთობა. [55]ჰაროლდ კასიას,ბრიტანელი ელჩის ამერიკაში, შემოთავაზებით, მაკმილანმა ეიზენჰაუერს 10 ოქტომბერს გაუგზავნა შეთავაზება მათი რესურსების გაერთიანების თაობაზე. [56] როგორც მაკმილანმა განაცხადა, ისინი შეხვდნენ იმისათვის, რომ კონკურენცია გაეწიათ საბჭოთა კავშირისათვის ყველა ფრონტზე, მათ შორის „სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური“.[57]
მაკმილანი გაემგზავრა ვაშინგტონში მოლაპარაკებისათვს 25 ოქტომბერს.[58] მას ეშინოდა, რომ 10 ოქტომბრის გამანადგურებელი ვინდსქეილის ხანძარი მოლაპარაკებებს ჩაშლიდა,[59] ვინაიდან ის უარყოფით ზეგავლენას იქონიებდა საზოგადოების აზრზე ბრიტანეთის კომპეტენციასთან დაკავშირებით და კონტრარგუმენტებს მისცემდა იმათ, ვინც ბრიტანელებთან კოოპერაციის წინააღმდეგი იყო. აღნიშნულისაგან თავის ასარიდებლად, მისი დირექტივით გაანადგურეს ხანძართან დაკავშირებული რეპორტები.[60] მაკმილანი თავიდანვე გრძნობდა, თუ როგორი შეწუხებული იყო ამერიკული საზოგადოება სპუტნიკთან დაკავშირებული მოვლენებით,[55] რაც უდიდესი წნეხის ქვეშ აყენებდა ეიზენჰაუერის ადმინისტრაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაეწყოთ IRBM-ის განლაგება.[61]
ეიზენჰაუერი და მაკმილანი შეთანხმდნენ იმაზე, რომ ისინი ჩამოაყალიბებდნენ გადასამზადებელ ჯგუფს, რომელსაც უხელმძღვანელებდა რიჩარდ პოველი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, და დონალდ ა. ქუარლსი, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე, იმისათვის, რომ განესაზღვრათ როგორ მოხდებოდა IRBM-ის ბრიტანეთისათვის გადაცემა. [58] მეორე სასწავლო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა შტრაუსი და ედვინ პლოუდენი, UKAEA-ს (გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის განყოფილება) ხელმძღვანელი, გამოიკვლევდა ბირთვულ კოოპერაციას და ბირთვული ინფორმაციის გაცვლას.[59] პლოვდენსა და შტრაუსს შორის პირადი ურთიერთობა გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ უკანასკნელმა გადაწყვიტოს ბრიტანეთისათვის ინფორმაციის გადაცემა [62]
დეკემბრისთვის, IRBM-თან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე ყველა პრობლემა მეტ-ნაკლებად გადაჭრილი იყო,[63] და ფორმალური შეთანხმება მზად იყო 17 დეკემბერს, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ თვის ბოლოს გადაწყდა, რომ ბრიტანეთი მიიღებდა თორის სარაკეტო იარაღს, და არა იუპიტერს.[64]
თუმცა, ბირთვული წყალქვეშა ნავსადგომთან დაკავშირებული საკითხი პრობლემური იყო. 1956 წლის ივლისის შეთანხმებისა და 1957 წლის ეიზენჰაუერის დირექტივის ქვეშ სამეფო ფლოტის ოფიცრებს დაევალათ, რომ შეესწავლათ ამერიკული ფლოტის ბირთვული წყალქვეშა ნავსადგომის პროგრამა. 1957 წლის ოქტომბრისათვის, ოპერაციის ხელმძღვანელი, კონტრადმირალიჰაიმან ჯი. რიკოუვერი, ამჩნევდა, რომ მათი შეკითხვები ანელებდა პოლარისის წყალქვეშა ნავით გაშვებული IRBM-ის განაწილებას. ის ღელავდა, რომ გაჭიანურებდა მისცემდა კონგრესს იმის ბიძგს, რომ უპირატესობა სახმელეთო რაკეტებისათვის მიენიჭებინათ. დეკემბრისათვის, ბრიტანელი მოკავშირე ოფიცრები ჩიოდნენ იმაზე, რომ მათ შეკითხვებზე პასუხებს ძალიან გვიან სცემდნენ. რიკოუვერმა წამოაყენა შეთავაზება, რომ ვესთინგჰაუსს მისცემოდა უფლება, რომ მიეყიდა სამეფო ფლოტისათვის ბირთვული წყალქვეშა რექტორი, რომელიც ამ უკანასკნელს მისცემდა იმის საშუალებას, რომ საკუთარი ბირთვული წყალქვეშა ნავსადგომი აეშენებინა. ვინაიდან ამ იდეის წყალობით დიდი ოდენობის თანხის დაზოგვა იყო შესაძლებელი, ბრიტანეთის მთავრობამ მას მხარი დაუჭირა.[65][66]
მაკმაჰონის აქტის შესწორება
ბრიტანელებს სურდათ, რომ მაკმაჰონის აქტის შეზღუდვები ბირთვულ კოოპერაციაზე შესუსტებულიყო. მათ სურდათ ინფორმაციის მიღება წონაზე, მოცულობაზე, შერწყმისა და სროლის მიმდევრობაზე, უსაფრთხოების პირობებისა და ფრენის პროცედურებზე. ეს ინფორმაცია იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ამერიკული ბომბები გადატანილიყო ბრიტანული V-ბომბდამშენებით და იმის საშუალებას, რომ ამერიკული ქობინები ჩატეულიყო ბრიტანულ ლურჯი ზოლის რაკეტებში.[65] ეს ბრიტანელებს მილიონობით გირვანქას დააზოგვინებდა და აარიდებდა შიდა პოლიტიტიკურ არეულობებს რომელიც გამოწვეული იქნებოდა იმით, რომ ბრიტანეთი აგრძელებდა ბირთვულ ცდებს საერთაშორისო მორატორიუმის პერიოდში.[62] მაშინ, როდესაც ბრიტანელებისათვის ცნობილი იყო თუ რა სურდათ მათ, აშშ-ს არ გააჩნდა კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ რა ოდენობის ინფორმაციის მიცემა სურდათ ბრიტანელებისათვის.[65]აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჯონ ფოსტერ დულსი მიიჩნევდა, რომ ბრიტანეთთან განსაკუთრებული ურთერთობა გაართულებდა ამერიკის ურთიერთობას სხვა მოკავშირეებთან.[67] შტრაუსი მიიჩნევდა, რომ წყალბადის ბომბის საიდუმლოების ბრიტანელებისათვის გამხელა ვერ დაუშვებდა JCAE (ატომური ენერგიის გაერთიანებული კომისია) და იდეის მხარდამჭერებს ურჩია, რომ შეექმნათ ისეთი ნორმატიული შესწორებები, რომელიც საკმარისად ზოგადი იქნებოდა იმისათვის, რომ მიეცა პრეზიდენტისათვის იმის საშუალება, შეძლებოდა ინფორმაციის გაცემა მოკავშირეების გაღიზიანების გარეშე.[65] ეიზენჰაუერმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო „ურთიერთდამოკიდებულები“ იყვნენ და სთხოვა კონგრესს, რომ შეეტანათ შესწორებები მაკმაჰონის აქტში.[68]
გადამწყვეტი აღმოჩნდა კარლ ტი. დურჰამის მხარდაჭერის მოპოვება, რომელიც JCAE-ს თავმჯდომარე იყო. ეიზენჰაუერი შეხვდა კონგრესის ლიდერებს 1957 წლის 3 დეკემბერს და აიძულა, უფრო გახსნილები ყოფილიყვნენ კოოპერაციისას არა მხოლოდ ბრიტანეთთან, არამედ ამერიკის ყველა ნატო მოკავშირეებთან. [69] ადმინისტრაციამ მოლაპარაკებები აწარმოვა ავსტრალიასთან, კანადასა და ნატოსთან.[70] ეიზენაუერს ჯერჯერობით არ ჰქონდა სრული მხარდაჭერა ამ შეთავაზებაზე, მაგრამ აშშ-ს სენატორისკლინტონ ანდერსონის მიერ გაწეულმა წინააღმდეგობამაც ვერ მიიღო დიდი მხარდაჭერა.[69] 1958 წლის 27 იანვარს შტრაუსმა დურჰამს გაუგზავნა ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ცვლილებები,[70] და JCAE-ს ქვეკომიტეტმა კოოპერაციის შეთანხმებებისათვის, რომელსაც ხელმძღვანელობდა სენატორი ჯონ პასტორი, გამართა მოსმენები 29 იანვრიდან 31 იანვრამდე. კვარლსი და მაიორ გენერალიჰერბერტ ლოპერი, თავდაცვის მინისტრის ასისტენტი ატომური ენერგიის საკითხებთან დაკავშირებით იძულებული იყვნენ მოეგერიებინათ კრიტიკული და მწვავე შეკითხვები ბირთვული იარაღის გავრცელებაზე.[71] ბრიტანეთის ინფორმაციის დაცვა, ან, უფრო სწორად, მისი ნაკლებობა უკვე აღარ ჩანდა იმდენად მნიშვნელოვანი, როდესაც საბჭოთა კავშირი ამერიკას ტექნოლოგიურად უსწრებდა და ბრიტანეთს დამოუკიდებლად ჰქონდა შემუშავებული წყალბადის ბომბი,[72] თუმცა JCAE არ დაეთანხმა შეთანხმების იმ პირობებს, რომლის მიხედვითაც ბრიტანული ურანი-235 იცვლებოდა ამერიკული პლუტონიუმის სანაცვლოდ, რომლისთვისაც ამერიკა გადაიხდიდა 30 ამერიკულ $-ს გრამზე პლუტონიუმისთვის, მაშინ, როდესაც მისი წარმოება ბრიტანეთში 12 $ უჯდებოდათ.[73]
შესწორებები მიღებულ იქნა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ 19 ივნისს, მაგრამ არა იმ ცვლილებების გარეშე, რომელიც უკვე ლიმიტებს აწესებდა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მიმოიცვლებოდა იმ ქვეყნების მიერ, რომლებმაც განსაკუთრებულ პროგრესს მიაღწია ამ სფეროში. იგივე შეზღუდვები წესდებოდა არა-ბირთვული შემადგენელ ნაწილებზე ბირთვული იარაღებისთვის. ამერიკული ბირთვული იარაღები რჩებოდა ამერიკის საკუთრებაში და ვერ გაიცემოდა მოკავშირეებზე, გარდა საომარი პერიოდისა. წყალქვეშა რაკეტებისათვის ბირთვული რეაქტორების გაყიდვა და რაკეტებისა და სხვა სამხედრო რეაქტორებისათვის საწვავის გაყიდვა ნებადართული იყო. ითვლებოდა, რომ მხოლოდ ბრიტანეთმა შეძლო მიეღწია მნიშვნელოვანი პროგრესისათვის.[74] კანონპროექტი მიიღო კონგრესმა 1958 წლის 30 ივნისს და ძალაში შევიდა ეიზენჰაუერის მიერ 1958 წლის 2 ივლისს.[75]
1958 წლის ბრიტანულ-ამერიკული ურთიერთ თავდაცვის შეთანხმება ხელმოწერილი იყო დულესის და სემუელ ჰუდის, ბრიტანეთის მინისტრის მიერ ვაშინგტონში, 3 ივლისს[76] და დამტკიცებული იყო კონგრესის მიერ 30 ივლისს.[77]
იმპლემენტაცია
დეტალები
შეთანხმება აძლევს ამერიკასა და ბრიტანეთს იმის საშუალებას, რომ გაცვალონ საიდუმლო ინფორმაცია იმ მიზნით, რომ გააუმჯობესონ ერთმანეთის „ატომური იარაღის დიზაინი, განვითარება და დამზადების უნარი“.[76] მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას ბირთვული კოოპერაციის შეთანხმებები აქვს სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორის საფრანგეთთან და ზოგიერთ ნატოს ქვეყანასთან, მათგან არცერთი არაა იმ მასშტაბისა, როგორიცაა ამერიკისა და ბრიტანეთის ურთიერთდაცვის შეთანხმება.[78] მაკმილანმა მას შეარქვა „დიდებული პრიზი“.[1]
ხელშეკრულების მეორე მუხლი შეეხებოდა თავდაცვის გეგმების ერთობლივ განვითარებას; პერსონალის საერთო გადამზადება იმისათვის, რომ თავი დაეცვათ ბირთვული იარაღების წინააღმდეგ; ინტელექტის გაზიარება და მოწინააღმდეგის შესაძლებლობების შეფასება; ბირთვული გადაზიდვის სისტემების გაზიარება და სამხედრო რეაქტორების კვლევა, განვითარება და დიზაინი.[79] ხელშეკრულებამ გამოიწვია ისეთი „საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა, რომელიც ეხებოდა ატომურ იარაღებს და როდესაც მეორე მხარესთან კომუნიკაციის შემდეგ კომუნიკაციის დამწყები მხარე განსაზღვრავს, რომ ასეთი ინფორმაციის გადაცემა საჭიროა იმისათვის, რომ მეორე მხარემ გააუმჯობესოს ატომური იარაღის დიზაინი, განვითარება და დამზადების უნარი“.[76] ამერიკა გადასცემდა ბრიტანეთს ინფორმაციას ატომურ იარაღებზე, რომელიც ჰგავდა ბრიტანეთის ატომურ იარაღებს. უახლოეს მომავალში ეს გამორიცხავდა ინფორმაციას თერმობირთვულ იარაღებზე.[80] შეთანხმება ასევე ფარავდა კონფიდენციალური დაზვერვის საკითხებს. ბრიტანეთის მთავრობას არ გამოუქვეყნებია ეს სექციები ამ საკითხების განსაკუთრებულად დიდი კონფიდენციალურობის გამო და იმიტომ, რომ ასეთი ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნებოდა იმ ქვეყნებისათვის, რომელსაც სურთ ბირთვული იარაღის შექმნა.[81]
მესამე მუხლი აწესრიგებდა ბრიტანეთისათვის ერთი სრული ბირთვული წყალქვეშა ძრავის მიყიდვას და ასევე მის ასამუშავებლად საჭირო ურანის მიყიდვას 10 წლის განმავლობაში.[79] JCAE-ს მიერ გამოხატული შეშფოთების გამო, AEC (United States Atomic Energy Commission) განსაზღვრავდა იმ ფასს, რომელსაც ბრიტანეთი გადაიხდიდა უაღრესად გამდიდრებული ურანისათვის(HEU).[80] ხელშეკრულება თავდაპირველად არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ არა-ატომური კომპონენტები ატომური იარაღებისათვის გადაცემოდა ბრიტანეთს. ის შესწორებული იყო 1959 წლის 7 მაისს, და ბრიტანეთს მიეცა წვდომა არაბირთვულ კომპონენტებზე[77] და უფლება, რომ გადაეზიდა სპეციალური ბირთვული მასალები, როგორიცაა პლუტონიუმი, HEU და ტრიტიუმი.[82] ამ ხელშეკრულებამ გზა გაუხსნა შემდგომ პოლარისის ნასყიდობის ხელშეკრულებას ,[83] რომელიც ხელმოწერილ იქნა 1963 წლის 6 აპრილს.[84] ეს ორი შეთანხმება არის „ქვაკუთხედი ბრიტანეთი-ამერიკის ბირთვული ურთიერთობისა 60 წლის განმავლობაში.[79]
გარკვეულ ასპექტებში ჩვენ საკმაოდ შორს ვართ, მეტიც ბევრად უფრო შორს ვართ განვითარებული ხელოვნებაში, ვიდრე ჩვენი ამერიკელი მეგობრები. ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენი მხრიდან გაცემის პროცესში მოხდებოდა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა. ისინი ენთუზიაზმით არიან განწყობილი ჩვენი მხრიდან სერიების დასრულების მიმართ, განსაკუთრებით ბოლო მეგატონთან დაკავშირებით, რომლის მახასიათებლები სიახლეს წარმოადგენს და ღრმა ინტერესს იწვევს მათში.’’.[86]
საწყის ეტაპზე ხელშეკრულებიდან მისაღები სარგებელი იყო გაერთიანებული სამეფოს შესაძლებლობა "ლურჯი ფოლადის" რაკეტისთვის W28 ბირთვული ქობინი "წითელი თოვლის" მსგავსად "გაეინგლისელებინა".[87] ბრიტანელ დიზაინერებზე შთაბეჭდილება მოახდინა არა მარტო "ყვითელ მზეში" გამოყენებულ ბრიტანული "მწვანე ბალახის" ქობინთან შედარებით W28-ის ბევრად უფრო მსუბუქმა დიზაინმა, არამედ ძვირადღირებული გახლეჩვად მასალის გამოყენების კუთხით მისმა ეკონომიურობამ. "წითელი თოვლით" დამზადებული "ყვითელი მზე მარკ 2" ჯდებოდა £500,000, მაშინ როცა "მარკ 1"-ის "მწვანე ბალახით" ღირებულება გახლდათ £1,200,000.[88] ცსს (CIA)-მ 1974 წელს გავრცელების შეფასებისას აღნიშნა: "ხშირ შემთხვევაში [ბრიტანეთის მიერ ბირთვულ და სარაკეტო სფეროებში გამოყენებული მგრძნობიარე ტექნოლოგია] დაფუძნებულია აშშ-სგან მიღებულ ტექნიკაზე და სამართლებრივად არ შეიძლება ის აშშ-ს თანხმობის გარეშე გავრცელდეს".[89] გაერთიანებული სამეფოს ეროვნული აუდიტის სამსახურმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გაერთიანებული სამეფოს "ტრიდენტის" პროგრამის ქობინის განვითარებისა და წარმოების ხარჯების უდიდესი ნაწილი, რაც გულისხმობდა სპეციალური მასალების, ქობინთან დაკავშირებული კომპონენტების და სერვისების მიწოდებას, ხორციელდებოდა აშშ-ში.[90][91] არსებობს მტკიცებულება, რომ ბრიტანული "ტრიდენტის" სისტემის ქობინების დიზაინი არის მსგავსი და მეტიც ეფუძნება აშშ-ს საზღვაო ძალების "ტრიდენტის" რაკეტებში ჩამონტაჟებულ W76 ქობინებს როგორც დიზაინით, ისე აფეთქების მოდელის მონაცემებით.[92][93]
ვინაიდან დიდ ბრიტანეთს არ გააჩნდა საკმარისი რესურსები სხვადასხვა სახის ბირთვული იარაღის დასამზადებლად, ის მალე დამოკიდებული გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებზე.[94] პროექტ E-ს ფარგლებში დიდ ბრიტანეთს ხელშეკრულება აძლევდა საშუალებას აშშ-სგან მიეღო სამეფო საჰაერო ძალებისა (RAF) და რაინის ბრიტანეთის არმიისთვის (BAOR) ბირთვული იარაღი.[95] ანალოგიური ტიპის მფარველობითი ღონისძიებები გატარდა პროექტი "ემილის" ფარგლებში Thor-ის რაკეტების მიწოდებისას.[96] დიდ ბრიტანეთს მიეცა შესაძლებლობა აშშ-ს ნევადის საცდელ ტერიტორიაზე განეხორციელებინა მიწისქვეშა ბირთვული ტესტირება. პირველი ტესტირება განხორციელდა 1962 წლის 1-ელ მარტს.[97]ბრიტანული ბირთვული ტესტირებები აშშ-ში გაგრძელდა იქამდე, სანამ 1992 წლის ოქტომბერში იგი პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოულოდნელად არ შეაჩერა. [98][99] ძირითადი ნაკლებად მასშტაბური ბირთვული ტესტირებები მაინც ხორციელდებოდა, ამ მხრივ აღსანიშნავია ეტნას ტესტი 2002 წლის თებერვალში და 2006 წლის თებერვალში კრაკატაუს ტესტი.[100]
სპეციალური ბირთვული მასალების გაცვლა
შეთანხმების თანახმად, 1960-1979 წლებში შეერთებულ შტატებში 6,7 კგ ტრიტიუმის და 7.5 ტონა HEU-ს სანაცვლოდ გაიგზავნა ბრიტანეთში წარმოებული 5,37 ტონა პლუტონიუმი. შემდგომში გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ს შორის დარჩენილი 470 კგ პლუტონიუმის გაცვლის მიზეზები რჩება გასაიდუმლოებული.[101] ბრიტანეთში წარმოებული პლუტონიუმის ნაწილი აშშ-ს მიერ 1962 წელს გამოყენებულ იქნა რეაქტორული კლასის პლუტონიუმის ჩვენთვის ცნობილ ერთადერთ ბირთვული ტესტირების ფარგლებში.[102] აშშ-სთვის გაგზავნილი პლუტონიუმი შეიცავდა დიდ ბრიტანეთში წარმოებული სამოქალაქო მაგნოქსის რეაქტორებს და აშშ-მ გასცა გარანტია იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო პლუტონიუმი არ გამოიყენებოდა მის ბირთვული იარაღის პროგრამაში. იგი გამოიყენებოდა სამოქალაქო პროგრამებში, რომლებიც მოიცავდა კალიფორნიუმის წარმოებას და რეაქტორების კვლევას.[101]
გაერთიანებული სამეფოს ტრიდენტის ქობინების გახლეჩვადი მასალის ნაწილი ამერიკაში შეიძინეს,[91] თუმცა მის მიერ მიწოდებული HEU-ს დიდი ნაწილი გამოიყენებოდა არა იარაღად, არამედ როგორც საწვავი დიდი ბრიტანეთის ატომური წყალქვეშა ნავების მზარდი ფლოტისთვის. ხელშეკრულების თანახმად, აშშ დიდ ბრიტანეთს აწვდიდა არა მხოლოდ ბირთვულ წყალქვეშა ძრავის ტექნოლოგიას, არამედ S5W სრული წნევის ქვეშ მყოფ წყლის რეაქტორს, რომელიც გამოიყენებოდა წყალქვეშა ნავების ასამოქმედებლად. ის გამოიყენეს სამეფო საზღვაო ძალების პირველ ატომურ წყალქვეშა ნავში, რომელიც გამოუშვეს 1960 წელს და ექპულატაციაში შევიდა 1963 წელს. S5W იკვებებოდა ურანით, 93-იდან 97 პროცენტამდე გამდიდრებული ურანიუმ-235-ით.[103] წყალქვეშა ნავის დიზაინისა და ჩახშობის ტექნიკის შესახებ ,,მნიშვნელოვანი რაოდენობის’’ ინფორმაციის აშშ-სთვის გადაცემის სანაცვლოდ,[104] რეაქტორის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენეს, როგორც დიდი ბრიტანეთის წყალქვეშა ნავების PWR1 რეაქტორის საფუძველი,[105] ვესტინგჰაუსიდან როლს როისში გადაიტანეს.[106].
დიდმა ბრიტანეთმა HEU აწარმოა საკუთარ ტერიტორიაზე, კაპენჰერსტში, მაგრამ სამხედრო მიზნებისთვის წარმოება იქ 1963 წლის მარტში შეწყდა.[107] ამის შემდგომ, ურანიუმის ოქსიდი ავსტრალიიდან, კანადიდან, ნამიბიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, აშშ-სა და ზაირიდან იმპორტირდა და სპრინგფილდში იგი გადამუშავდა ურანის ჰექსაფტორიდში. შემდეგ ის გადაზიდეს აშშ-ში, ოჰაიოში, პიკეტონის მახლობლად, პორტსმუთის აირის დიფუზიის ქარხანაში, სადაც იგი გაამდიდრეს. შემდეგ HEU გაერთიანებულ სამეფოში დააბრუნეს RAF-ის თვითმფრინავით.[103] 1994 წელს, მას შემდგომ რაც პორტსმუთის ქარხანა დაიხურა, ხელშეკრულება შეიცვალა აშშ-ს მოთხოვნით- ურანის გამდიდრების სერვისების "მიწოდების სანაცვლოდ", "დაორგანიზებულიყო" ეს უკანასკნელი .[76] 2002 წლის მარტისთვის დიდ ბრიტანეთს გააჩნდა 21.86 ტონა HEU, რაც წარმოადგენდა სამეფო საზღვაო ძალების ბირთვული წყალქვეშა ნავების 80 წლის მარაგს.[108]
ერთობლივი სამუშაო ჯგუფები
ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის უდიდეს ნაწილს წარმოადგენდა ერთობლივი სამუშაო ჯგუფების (JOWOG) მეშვეობით ინფორმაციის გაცვლა. მათგან მინიმუმ 15 დაარსდა 1959 წელს.[109] შესწავლილი საკითხები მოიცავდა შემდეგ თემატიკას:
ერთპუნქტიანი უსაფრთხოება, კომპიუტერული კოდები, მეტალურგია და ბერილიუმის, ურანის და პლუტონიუმის დამზადების ტექნოლოგია, წყლისა და წლის ორთქლის პირობებში ურანის კოროზია, მიწისქვეშა ეფექტების ტესტები, კოსმოსური ტესტირება, ფარული ტესტირება, ლითიუმის ნაერთების ტექნოლოგია, მაღალი ასაფეთქებელი ნივთიერებები, დეიტერიუმის მონიტორები, პლუტონიუმის ხანძრის ჩაქრობა, მაღალსიჩქარიანი კამერები, მექანიკური დაცვა, თხევადი და მყარი ფეთქებადი დარტყმის გაშვება, გარემოს შემგრძნობი ჩამრთველები, ნეიტრონული წყაროები, ტრიტიუმის რეზერვუარები, ტელემეტრია, სფერული და ცილინდრული სიმეტრიის პრობლემებისთვის ჰიდროდინამიკური და შეჯახებითი ურთიერთობები, ბირთვული ჯვარედინი სექციები, რადიოქიმია, ატომური დანგრევის საბრძოლო მასალები, ქობინების გამკვრივება, ასიმეტრიული დეტონაციები, ტერორისტული ბირთვული საფრთხეების რეაგირება, ბირთვული იარაღის ავარიები და ნარჩენების მართვა.[109]
2007 წლიდან 2009 წლამდე ატომური იარაღის გაერთიანების თანამშრომლებმა აშშ-ს ბირთვულ ობიექტებზე 2000-მდე ვიზიტი განახორციელეს.[110] ამასთან საერთო შესაძლებლობების ფარგლებში მიმდინარეობს თანამშრომლობა ამ ორი მიმართულებით:
ქობინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არქიტექტურისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის გაძლიერებული ბირთვული უსაფრთხოება, და
ქობინების ელექტრულ სისტემასთან დაკავშირებული არქიტექტურისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის არსებული ქობინების ელექტრული სისტემა.[111]
ორმხრივი სარგებელი
ანგლო-ამერიკული განსაკუთრებული ურთიერთობა ორმხრივად მომგებიანი აღმოჩნდა, თუმცა მსოფლიო ომის შემდგომ ის არასდროს ყოფილა თანაბარი, რადგან აშშ როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური ძალით ბევრად აღემატებოდა გაერთიანებულ სამეფოს.[94]ლორნა არნოლდმა აღნიშნა:
გაცვლითი სახის ურთიერთობაში სარგებლის ბალანსი აუცილებლად ბრიტანეთის სასარგებლოდ იყო, თუმცა ეს მაინც არ ყოფილა სრულიად ცალმხრივი. ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით ელექტრონიკასა და ფეთქებად ნივთიერებებში, ბრიტანელები იყვნენ თანასწორნი ან შესაძლოა უფრო უპირატესნიც, და მათ ბევრ სფეროში გააჩნდათ ღირებული იდეები, რომლებსაც ამერიკელი მეცნიერები, განსაკუთრებით ტელერი აფასებდა.[112]
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინტელექტისა და კვლევის ბიუროს 1985 წლის ანგარიშის მიხედვით, აშშ "საკმაოდ საფუძვლიანად იყო ჩართული და დიდი სარგებელი მიიღო" ხელშეკრულებიდან.[113]
განახლება
ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა 1959 წლის 7 მაისს, 1968 წლის 27 სექტემბერს, 1969 წლის 16 ოქტომბერს, 1974 წლის 22 ივნისს, 1979 წლის 5 დეკემბერს, 1984 წლის 5 ივნისს, 1994 წლის 23 მაისს და 2004 წლის 14 ივნისს. ცვლილებების უმეტესობამ მხოლოდ გაახანგრძლივა ხელშეკრულება კიდევ ხუთი ან ათი წლის განმავლობაში; სხვებმა დაამატეს განმარტებები და შეიტანეს მცირე ცვლილებები.[76][114][115] ყველაზე ბოლო განახლება მოხდა 2014 წლის 22 ივლისს, სადაც ხელშეკრულება 2024 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა და Trident ბირთვულ პროგრამაშიც მცირე ცვლილებები შევიდა.[116][117]
2004 წლის ბრიტანულ-ამერიკული უშიშროების საინფორმაციო საბჭოს (BASIC) მიერ გამოცემული იურიდიული დასკვნის თანახმად, ხელშეკრულების განახლება არღვევდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების VI მუხლს, რომელიც ხელმომწერებს ავალდებულებდა ნაბიჯების გადადგმას ბირთვული განიარაღებისკენ. ზემოაღნიშნულს ბრიტანეთის მთავრობა არ დაეთანხმა. 2014 წლის ივლისში საგარეო და თანამეგობრული ურთიერთობის მიმართულებით უფროსმა სახელმწიფო მინისტრმა (2012-2014 წლებში), ბარონესა ვარსიმ დააფიქსირა მთავრობის პოზიცია: ,[118]:
ჩვენ ერთგულნი ვართ "სამყარო ბირთვული იარაღის გარეშე" მიზნის მიმართ და მტკიცედ გვჯერა, რომ ამის მიღწევის საუკეთესო გზა არის თანდათანობითი განიარაღება, რაც წარმოადგენს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიხედვით მოლაპარაკებული ნაბიჯ-ნაბიჯობრივი მიდგომის ფარგლებს. დიდ ბრიტანეთს აქვს ძლიერი წარსული ბირთვული განიარაღების კუთხით და განაგრძობს გავრცელების კონტროლისა და მრავალმხრივი ბირთვული განიარაღების მიმართულებით პროგრესის მისაღწევად საერთაშორისო ძალისხმევის წინა რიგებში ბრძოლას. დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ორმხრივი თავდაცვის შეთანხმება არის და იქნება სრულ შესაბამისობაში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ჩვენს ვალდებულებებთან.[119]
Arnold, Lorna; Pyne, Katherine (2001) Britain and the H-bomb. Houndmills, Basingstoke, Hampshire ; New York: Palgrave. ISBN978-0-230-59977-2. OCLC753874620.
Baylis, John (Summer 1994). „The Development of Britain's Thermonuclear Capability 1954–61: Myth or Reality?“. Contemporary Record. 8 (1): 159–164. ISSN1361-9462.
Baylis, John (1995). Ambiguity and Deterrence: British Nuclear Strategy 1945–1964. Oxford: Clarendon Press. ISBN0-19-828012-2.
Baylis, John (June 2008). „The 1958 Anglo-American Mutual Defence Agreement: The Search for Nuclear Interdependence“. The Journal of Strategic Studies. 31 (3): 425–466. doi:10.1080/01402390802024726. ISSN0140-2390. S2CID153628935.
Hewlett, Richard G.; Duncan, Francis (1969) Atomic Shield, 1947–1952, A History of the United States Atomic Energy Commission. University Park, Pennsylvania: Pennsylvania State University Press. ISBN0-520-07187-5. OCLC3717478.
Jones, Matthew (2017). Volume I: From the V-Bomber Era to the Arrival of Polaris, 1945–1964, The Official History of the UK Strategic Nuclear Deterrent. Abingdon, Oxfordshire: Routledge. ISBN978-1-138-67493-6. OCLC957683181.
Mills, Claire. (17 September 2014) UK-US Mutual Defence Agreement. House of Commons Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 12 September 2017
Moore, Richard (2010). Nuclear Illusion, Nuclear Reality: Britain, the United States, and Nuclear Weapons, 1958–64, Nuclear Weapons and International Security since 1945. Basingstoke, Hampshire: Palgrave Macmillan. ISBN978-0-230-21775-1. OCLC705646392.
Paul, Septimus H. (2000). Nuclear Rivals: Anglo-American Atomic Relations, 1941–1952. Columbus, Ohio: Ohio State University Press. ISBN978-0-8142-0852-6. OCLC43615254.
Wade, Troy E. II (2008). US-UK Nuclear Cooperation After 50 Years. Washington, DC: Center for Strategic and International Studies Press, გვ. 200–211. ISBN978-0-89206-530-1. OCLC845346116.
Wynn, Humphrey (1997). RAF Strategic Nuclear Deterrent Forces, Their Origins, Roles and Deployment, 1946–1969. A documentary history. London: The Stationery Office. ISBN0-11-772833-0.
Young, Ken (Spring 2007). „A Most Special Relationship: The Origins of Anglo-American Nuclear Strike Planning“. Journal of Cold War Studies. 9 (2): 5–31. doi:10.1162/jcws.2007.9.2.5. S2CID57563082.
Netralitas artikel ini dipertanyakan. Diskusi terkait dapat dibaca pada the halaman pembicaraan. Jangan hapus pesan ini sampai kondisi untuk melakukannya terpenuhi. (Pelajari cara dan kapan saatnya untuk menghapus pesan templat ini) Paku Alam VIII, pembuat Instruksi 1975 tentang Penyeragaman Policy Pemberian hak atas tanah kepada seorang WNI non Pribumi Instruksi Kepala Daerah Daerah Istimewa Yogyakarta Nomor K.898/I/A/1975 tentang Penyeragaman Policy Pemberian Hak atas Tanah Kepada Seorang W...
Cette page concerne l'année 1470 du calendrier julien. Pour l'année 1470 av. J.-C., voir 1470 av. J.-C. Chronologies La Tentation de saint Antoine de Martin Schongauer. la peinture en 1470 sur CommonsDonnées clés 1467 1468 1469 1470 1471 1472 1473Décennies :1440 1450 1460 1470 1480 1490 1500Siècles :XIIIe XIVe XVe XVIe XVIIeMillénaires :-Ier Ier IIe IIIe Chronologies thématiques Art Arts plastiques (Dessin, Gravure, Peint...
Nokia N8Nokia N8Seri N8 yang didesain oleh Nokia adalah telepon genggam pertama di dunia dengan sistem operasi Symbian^3.PembuatNokiaSeriNseriesJaringan HSDPA (Pentaband) HSUPA 850 / 900 / 1700 / 1900 / 2100 Quad band GSM / GPRS / EDGE GSM 850, GSM 900, GSM 1800, GSM 1900Harga perkenalan€370, ₹ 21,000[1] ($549; £320)Ketersediaan menurut negara30 September 2010 (Finland)[2] 22 Oktober 2010 (United Kingdom)Faktor bentukSlate barDimensi113.5 × 59 × 12.9 mm (4.47 × 2....
Part of a series onHealthcare in Canada Health Canada Minister of Health Canada Health Act Medicare Health Transfer Non-Insured Benefits Controlled Drugs andSubstances Act History of medicine Physicians Nursing Father of medicare Comparison with the US Indian hospitals Hospital Insurance andDiagnostic Services Act Topics Abortion Drug policy Euthanasia Refugees HIV/AIDS Murder and Suicide Smoking Obesity Canada portalvte Healthcare in Canada is delivered through the provincial and territoria...
TAS Versi pertama2012; 12 tahun lalu (2012)GenrePerangkat lunak konstruksiLisensiSoftware as a serviceBahasaDaftar bahasa Bahasa Inggris, Tiongkok sederhana, Bahasa Indonesia, Tieng Viet Sunting di Wikidata • L • B • Bantuan penggunaan templat ini TAS atau kepanjangan dari Take-off Architecture Structure adalah sebuah perangkat lunak yang dikembangkan oleh Glodon sebuah pengembang perangkat lunak asal Tiongkok[1]. TAS merupakan perangkat lunak berbasis Buildi...
Philippine television network This article is about the Philippine television network (Light TV). For the American television network of the same name, see Light TV (U.S.). This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: ZOE Broadcasting Network – news · newspapers · books · scholar · JSTOR (November 2023) (...
Eurovision Song Contest 2004Country IsraelNational selectionSelection processArtist: Internal SelectionSong: Kdam Eurovision 2004Selection date(s)Artist: 13 November 2003Song: 5 February 2004Selected entrantDavid D'OrSelected songLeha'aminSelected songwriter(s)David D'OrOfer MeiriEhud ManorFinals performanceSemi-final resultFailed to qualify (11th)Israel in the Eurovision Song Contest ◄2003 • 2004 • 2005► Israel participated in the Eurovision Song C...
Canadian director and screenwriter (born 1967) Denis VilleneuveOC CQ RCAVilleneuve at the 2017 San Diego Comic-ConBorn (1967-10-03) October 3, 1967 (age 56)Gentilly, Quebec, CanadaAlma materUniversité du Québec à MontréalOccupationsFilm directorfilm producerscreenwriterYears active1990–presentSpouseTanya LapointeChildren3, including SaloméRelativesMartin Villeneuve (brother)Signature Denis Villeneuve OC CQ RCA (French: [dəni vilnœv]; born Octobe...
American politician Channing H. CoxCox in 1921Chair of the National Governors AssociationIn officeDecember 14, 1922 – November 17, 1924Preceded byWilliam Cameron SproulSucceeded byElbert Lee Trinkle49th Governor of MassachusettsIn officeJanuary 6, 1921 – January 8, 1925LieutenantAlvan T. FullerPreceded byCalvin CoolidgeSucceeded byAlvan T. Fuller47th Lieutenant Governor of MassachusettsIn officeJanuary 2, 1919 – January 6, 1921GovernorCalvin CoolidgePreceded b...
This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Dhebra – news · newspapers · books · scholar · JSTOR (April 2012) (Learn how and when to remove this message) Methi Thepala Dhebra (Gujarati: ઢેબરા) is an Indian bread from the Gujarati cuisine made of pearl millet flour. When flavoured with fenugreek...
Play written by Noël Coward Margaret Rutherford (Madame Arcati), Kay Hammond (Elvira) and Fay Compton (Ruth), 1941 Blithe Spirit is a comic play by Noël Coward, described by the author as an improbable farce in three acts.[1] The play concerns the socialite and novelist Charles Condomine, who invites the eccentric medium and clairvoyant Madame Arcati to his house to conduct a séance, hoping to gather material for his next book. The scheme backfires when he is haunted by the ghost o...
Multinational telecommunications company Tele2Logo used for its Swedish operations since April 2021, after the discontinuation of the Com Hem brandNative nameTele2 ABCompany typePublicly traded AktiebolagTraded asNasdaq Stockholm: TEL2 ATEL2 BISINSE0005190238[1]IndustryTelecommunications industryFounded1993; 31 years ago (1993)HeadquartersStockholm, SwedenArea servedSweden (brand licensed to third-party companies in other countries)Key peopleCarla Smits-Nustelin...
Chinese politician (1913–2002), father of Xi Jinping In this Chinese name, the family name is Xí (习). Xi Zhongxun习仲勋Xi Zhongxun in the 1990sVice Chairman of the Standing Committee of the National People's CongressIn office10 September 1980 – 15 March 1993ChairmanYe Jianying→Peng Zhen→Wan Li1st Secretary-General of the State CouncilIn officeSeptember 1954 – January 1965PremierZhou EnlaiPreceded byLi WeihanSucceeded byZhou Rongxin14th Head of the Publicity D...
Peta infrastruktur dan tata guna lahan di Komune Rempnat. = Kawasan perkotaan = Lahan subur = Padang rumput = Lahan pertanaman campuran = Hutan = Vegetasi perdu = Lahan basah = Anak sungaiRempnat merupakan sebuah komune di departemen Haute-Vienne di Prancis. Lihat pula Komune di departemen Haute-Vienne Referensi INSEE lbsKomune di departemen Haute-Vienne Aixe-sur-Vienne Ambazac Arnac-la-Poste Augne Aureil Azat-le-Ris Balledent La Bazeuge Beaumon...
Artistic and ritual tradition and practice of Vanuatu Sand drawing in Vanuatu (2007) Sand drawing (or sandroing in Bislama) is a ni-Vanuatu artistic and ritual tradition and practice, recognised by UNESCO as a Masterpiece of the Oral and Intangible Heritage of Humanity. Another form of art which implies drawing in the sand is sandpainting, but this process also implies the coloring of sand to create a colorful environment on a small or a large scale. This form of sand art has been heavily rec...
African Americans who were lynched in the U.S. Part of a series on theNadir of Americanrace relationsViolence in the 1906 Atlanta race massacre Historical background Reconstruction era Voter suppression Disfranchisement Redeemers Compromise of 1877 Jim Crow laws Segregation Anti-miscegenation laws Convict leasing Practices Common actions Expulsions of African Americans Lynchings Lynching postcards Sundown town Whitecapping Vigilante groups Black Legion Indiana White Caps Ku Klux Klan Red Shir...
Like for LikesPosterNama lainHangul좋아해줘 SutradaraPark Hyeon-jinPemeranLee Mi-yeon Choi Ji-woo Kim Joo-hyeok Yoo Ah-in Kang Ha-neul EsomDistributorCJ EntertainmentTanggal rilis 17 Februari 2016 (2016-02-17) Durasi120 minutes[1]NegaraSouth KoreaBahasaKoreanPendapatankotorUS$3,04 million (South Korea)[2] Like for Likes (Korean: 좋아해줘) adalah film Korea Selatan produksi tahun 2016 bergenre romantik komedi yang disutradarai oleh Park Hyeon-jin. Film yang d...
This article is about medicine in the Islamic Age. For Islamic religion in medicine, see Prophetic medicine. For the contemporary alternative, see Unani. Folio from an Arabic manuscript of Dioscorides, De materia medica, 1229 In the history of medicine, Islamic medicine Also known as Arabian medicine is the science of medicine developed in the Middle East, and usually written in Arabic, the lingua franca of Islamic civilization.[1][2] Islamic medicine adopted, systematized an...
French daily newspaper You can help expand this article with text translated from the corresponding article in French. (December 2023) Click [show] for important translation instructions. View a machine-translated version of the French article. Machine translation, like DeepL or Google Translate, is a useful starting point for translations, but translators must revise errors as necessary and confirm that the translation is accurate, rather than simply copy-pasting machine-translated text...