ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა 29.5 მილიონი აშშ დოლარი. გადაღებები მიმდინარეობდა 1995 წლის თებერვლიდან მაისამდე - ძირითადად ფილადელფიასა და ბალტიმორში.[4][5] პრემიერა შედგა 1995 წლის 29 დეკემბერს.
სიუჟეტი მიმდინარეობს ახლო მომავალში, 2035 წელს. ვირუსმა გაანადგურა დედამიწის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ხოლო გადარჩენილები დაიმალნენ მიწის ქვეშ. მთავარი გმირია პატიმარი ჯეიმზ კოული, რომელსაც აგზავნიან წარსულში, რათა მოიპოვოს გამანადგურებელი ვირუსის სინჯები, რომ მეცნიერებმა შექმნან ვაქცინა.[6]
ფილმმა დადებითი გამოხმაურება ჰპოვა კრიტიკოსებში. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე, 59 მიმოხილვაზე დაყრდნობით ფლობს 88%,[7] ხოლო Metacritic-ზე — 74/100 (20 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[8] ბრედ პიტს გადაეცა ოქროს გლობუსი[9] და მიიღო ოსკარის ნომინაცია მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის. ფილმმა მიიღო სატურნის ჯილდო რამდენიმე კატეგორიაში. პროექტი აგრეთვე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, მსოფლიოს მასშტაბით შემოსავალმა 168.8 მილიონი დოლარი შეადგინა.[2]
2015 წლის 16 აგვისტოს გამოვიდა ფილმზე დაფუნძნებული „ამავე სახელწოდების ტელესერიალი,[10] შექმნილი ტრევის ფიკეტის და ტერი მატალასის მიერ.
↑TWELVE MONKEYS (15). British Board of Film Classification (1 თებერვალი, 1996). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-19. ციტირების თარიღი: 3 ივნისი, 2015.
↑ (1995) 12 Monkeys. Universal Studios. „James Cole: I just have to locate them because they have the virus in its pure form, before it mutates. When I locate them, they'll send a scientist back here; that scientist will study the virus, and then when he goes back to the present, he and the rest of the scientists will make a cure.“