მსოფლიო მასშტაბით ფილმის შემოსავალმა 955 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ბილბო ბეგინსი, თორინ მუხისფარი და ჯუჯები კვლავ მარტოსულ მთაში იმალებიან. ამ დროს დრაკონი სმაუგი მიემართება ტბისპირა ქალაქისკენ, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ მის სამფლობელოში შემოჭრილები სწორედ იქიდან მოვიდნენ. ბარდი, რომელიც ტბისპირა ქალაქისთავმა გამოკეტა, საპყრობილედან გარბის და კლავს სმაუგს, რომელიც მთელ ქალაქს ცეცხლში გაახვევს, ხოლო ქალაქისთავი ცდილობს ქალაქის მთელი ოქროს საცავით დატოვებას. იგი გაქცევისას იღუპება.
ბარდი ეუბნება ხალხს, რომ ყველა უნდა დაიმალოს ქალაქ ველში. კილი ტაურიელს სიყვარულში გამოუტყდება. ოთხივე ჯუჯა ტოვებს ქალაქს და მარტოსული მთისკენ მიემართება. იქ კილის რაზმი პოულობს ბილბოს და აღმოაჩენს, რომ თორინმა ნატვრისთვალის ძიებისას დაკარგა საღი გონება. სინამდვილეში ბილბო პოულობს ნატვრისთვალს და მას თორინს უმალავს. შეშლილი თორინი ჯუჯების უბრძანებს, დაიცვან მთის სამეფოს კარი, რათა არავინ გავიდეს ან შემოვიდეს.
დოლ გულდურში გამომწყვდეულ განდალფს გადაარჩენს გალადრიელი. დასუსტებული ჯადოსანი რადაგასტს მიჰყავს, ხოლო ელრონდი და სარუმანი ებრძვიან ნაზგულებს. საურონი ჩნდება და ცდილობს გალადრიელის შეჩერებას, მაგრამ ჯადოსნობის გამოყენებით გალადრიელი ნაზგულებს ციხესიმაგრიდან განდევნის. ელრონდის აზრით, მათ სხვა ხალხებს მტრის დაბრუნების შესახებ უნდა შეატყობინონ, მაგრამ სარუმანი მიუთითებს, გალადრიელი წაიყვანოს და საურონთან საუბარს თავად აპირებს. აზოგი და მისი ჯარები ამ დროს უახლოვდებიან მარტოსულ მთას და ბოლგისგან შეიტყობენ, რომ ელფთა ლაშქარი თრანდუილის მეთაურობით ასევე ახლოს არის. აზოგი ბოლგს უბრძანებს გუნდაბადისკენ გადანაცვლებას და მეორე ლაშქრის მომზადებას. ლეგოლასი და ტაურიელი ბოლგს ფარულად მიჰყვებიან და იხილავენ ორკთა დიდ ლაშქარს და ომისთვის მომზადებულ ასეულობით ღამურას.
თრანდუილის ლაშქარი ველში ჩნდება. იგი ბარდთან ერთიანდება, ვინაიდან თორინის განძიდან სურს კუთვნილი ძვირფასი ქვებით მორთული ყელსაკიდის დაბრუნება. ბარდი ცდილობს თორინთან სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკებას, მაგრამ ჯუჯა ყოველგვარ შეთანხმებაზე უარს ეუბნება. განდალფი ველში ჩნდება. ბილბო იპარება ერებორიდან და ნატვრისთვალს თრანდუილსა და ბარდს გადასცემს. მეორე დღეს ბარდი უჩვენებს ქვას თორინს და ჯუჯა შეიტყობს ბილბოს ნამოქმედარზე. განრისხებული, იგი კინაღამ კლავს ჰობიტს. მაგრამ ბეგინსს იცავენ სხვა ჰობიტები და ბილბო განდალფთან მიდის. ამ დროს მთებში ჩნდება ჯუჯების ლაშქარი დაინ II რკინისტერფის მეთაურობით, რომელიც მზად არის, ელფებს შეუტიოს, მაგრამ ლაშქარს ამ დროს თავს ესხმიან აზოგის ორკები. მათი სხვა ნაწილი ველისკენ მიემართება.
მარტოსულ მთაში თორინი საბოლოოდ უმკლავდება შეშლილობას. ჯუჯების ნაწილი ეხმარება დაინის ლაშქარს, ხოლო თორინი ყორნების გორისკენ მიდის, დვალინთან, ფილისთან და კილისთან ერთად, აზოგის საბოლოოდ დასამარცხებლად. ტაურიელი, რომელიც თრანდუილმა განდევნა მას შემდეგ, რაც მან, ლეგოლასთან ერთად, ამცნო ბოლგის ჯარების შესახებ, მაინც მიემართება ყორნების გორისკენ. ბილბო ჯუჯების ორკების მეორე ლაშქრის შესახებ ამცნობს, მაგრამ მოგვიანებით, ბრძოლაში მოყოლილი, გონებადაკარგული ეცემა. თორინი ებრძვის აზოგს, ხოლო ფილი და კილი ტაურიელს ბოლგისგან იცავენ. ლეგოლასი ბოლგს კლავს. ბრძოლას უერთდებიან რადაგასტი, არწივები და ბეორნიც, რასაც ორკთა ლაშქრების კლება მოჰყვება. ბილბო გონს მოდის და აღმოაჩენს, რომ თორინმა აზოგი მოკლა, მაგრამ თავად სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი. იგი კვდება, მაგრამ ბეგინსს საბოლოოდ ურიგდება.
გულგატეხილი ლეგოლასი ტოვებს მამას, რათა შეხვდეს ერთ-ერთ დუნადანს. ბილნო ემშვიდობება თორინის რაზმის გადარჩენილ წევრებს და შაირისკენ განდალფთან ერთად მიემგზავრება. ჯადოსანი მას შაირის შესასვლელთან ემშვიდობება და უამბობს ბეჭდის შესახებ, თუმცა თავად ჯერ არ იცის, თუ რა ბეჭედია ეს. ბილბოს მოგზაურობა მთავრდება ბეგ ენდში დაბრუნებით, სადაც აღმოაჩენს, რომ სეკვილ-ბეგინსები აუქციონზე მის ქონებას ჰყიდიან.
ფილმი მთავრდება ბილბოს 111-ე დაბადების დღით, როდესაც მას კვლავ აკითხავს განდალფი.
ჰობიტი: ხუთი ლაშქრის ბრძოლა 2015 წლის 6 მარტს გამოვიდა ციფრული სახით. DVD და Blu-ray აშშ-ში გამოვიდა 2015 წლის 24 მარტს.
[8][9][10][11] პირველ კვირას იგი გაყიდვების ჩარტის სათავეში მოექცა.[12]
ფილმის ვრცელი ვერსია DVD და Blu-ray ფორმატებში გამოვიდა 2015 წლის 17 ნოემბერს. მასში შეტანილი ფილმის ვერსია კინოთეატრებში ნაჩვენებთან შედარებით ვრცელია 20 წუთით.[13][14]