ჰილდა ჰაინი (ინგლ. Hilda Cathy Heine; დ. 6 აპრილი, 1951) — მარშალის კუნძულელი პედაგოგი და პოლიტიკოსი. მარშალის კუნძულების პრეზიდენტი მოქმედი პრეზიდენტი 2024 წლის 3 იანვრიდან და ყოფილი პრეზიდენტი 2016 წლის 28 იანვრიდან 2020 წლის 13 იანვრამდე. პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე იყო განათლების მინისტრი. პირველი ადამიანი მარშალის კუნძულებზე, რომელმაც მიიღო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ქალთა უფლებების ჯგუფის დამაარსებელი. პირველი ქალი ქვეყნის მეთაურის თანამდებობაზე[1], ასევე პირველი ქალი პრეზიდენტი მიკრონეზიის ქვეყნებში[2][3][4].
ჰილდა ჰაინი სწავლობდა აშშ-ში, ერთ-ერთ კოლეჯში, სადაც 1970 წელს ორეგონის შტატის უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის ხარისხი. 1975 წელს ჰავაის შტატის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი[5].
1975–1982 წლებში მუშაობდა მაჯუროში მარშალის კუნძულების უმაღლეს სკოლაში. 2000 წელს დააარსა ჯგუფი ქალთა უფლებებისთვის[6]. 2005 წლიდან განათლების მინისტრია. წარმოადგენს ატოლ აურს მარშალის კუნძულების საკანონმდებლო კრებაში[7] . 2016 წლის 27 იანვარს აირჩიეს პრეზიდენტად. იყო ერთადერთი კანდიდატი და 33 წევრიდან მიიღო 24 ხმა. მან შეცვალა კასტენ ნემრა, რომელიც გადააყენეს ინაუგურაციიდან ერთი კვირის თავზე უნდობლობის ვოტუმის შედეგად[8][9].
2023 წლის ნოემბრის საყოველთაო არჩევნების შემდეგ აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად და 2024 წლის 3 იანვარს მეორედ შეუდგა აღნიშნული მოვალეობის შესრულებას.[10][11]
სქოლიო