ჰერმან რორშახი (გერმ. Hermann Rorschach; გერმანულად: [ˈhɛrman ˈroːrʃax]; დ. 8 ნოემბერი, 1884 — გ. 2 აპრილი, 1922) — შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი. პიროვნების შესწავლის ტესტის — რორშახის ტესტის ავტორი (1921). დაამკვიდრა ტერმინი ფსიქოდიაგნოსტიკა. ბავშვობა და ახალგაზრდობა ქალაქ შაფჰაუზენში გაატარა. მედიცინა ძირითადად ციურიხში შეისწავლა, რის შემდეგაც მუშაობდა სხვადასხვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ასისტენტად. რორშახის ცნობილი ნაშრომი „ფსიქოდიაგნოსტიკა“ გამოიცა 1921 წელს. ჰერმან რორშახი გარდაიცვალა 1922 წლის 1 აპრილს 37 წლის ასაკში პერიტონიტით.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო