ჰენიჩესკი (უკრ. Генічеськ) — ქალაქი უკრაინაში. ჰენიჩესკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ხერსონის ოლქში. 2013 წელს ქალაქის მოსახლეობა 20 487 კაცს შეადგენდა.
2022 წლის 12 ნოემბერს საოკუპაციო ჯარებმა ჰენიჩესკი გამოაცხადეს „ხერსონის რეგიონის დროებით ადმინისტრაციულ დედაქალაქად“, მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით კონტრშეტევისას ხერსონი გაანთავისუფლეს.[2]
სქოლიო