ჰალიკარნასი (ძვ. ბერძნ. Ἁλικαρνᾱσσός, Halikarnassós or Ἀλικαρνασσός, Alikarnassós; თურქ. Halikarnas) — ძველი ბერძნული პოლისი თანამედროვე ბოდრუმის ადგილას, თურქეთი. ქალაქი სახელგანთქმულია იქ მდებარე ჰალიკარნასის მავზოლეუმის გამო, რომელიც აშენდა ძვ. წ. 353-350 წლებში. მონუმენტი შეტანილია ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრების სიაში. ჰალიკარნასი იყო სპარსეთის იმპერიის ნაწილი, სანამ ალექსანდრე დიდმა არ დაიპყრო ძვ. წ. 334 წელს ალყის შედეგად.
ცნობილი ჰალიკარნასელები
რესურსები ინტერნეტში