ჰადერსლევი (დან. Haderslev) — ქალაქი დანიაში, სამხრეთ დანიის რეგიონში. 2012 წლის მონაცემებით მოსახლეობა 21 396 ადამიანს შეადგენს.[1] წარმოადგენს ჰადერსლევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრსა და მთავარ ქალაქს.
ისტორია
ჰადერსლევი გაშენებულია ხეობაში, ბალტიის ზღვის ჰადერსლევის ფიორდის სანაპიროსთან. იგი სავარაუდოდ ვიკინგებმა დააარსეს, ერთი საუკუნით ადრე, სანამ 1292 წელს სამეფო ქალაქის სტატუსს მიიღებდა. ამის შემდეგ იგი სამხრეთ იუტლანდიის მთავარი სავაჭრო ცენტრი გახდა. 1327 წელს პირველად იხსენიება ჰადერსლევჰუსის სამეფო სასახლე. იგი კათედრალის აღმოსავლეთით მდებარეობდა. მომდევნო საუკუნეებში ქალაქი აყვავდა, აშენდა გოტიკური კათედრალი და მეორე, ჰანსბორგის ციხესიმაგრე (დაიწვა 1644 წელს), რომელიც კრონბორგის მსგავსი იყო. კოპენჰაგენში გავრცელებული შავი ჭირის გამო, მეფე კრისტიან IV-მ აქ იქორწინა. XVI საუკუნეში, ჰადერსლევი ერთ-ერთი პირველი სკანდინავიური ქალაქი გახდა, სადაც პროტესტანტულმა რეფორმაციამ შეაღწია.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო