პოლინა სარა ჯო მოიესი (დ. 4 აგვისტო, 1969 ) — ცნობილი როგორც ჯოჯო მოიესი, ინგლისელი ჟურნალისტი. 2002 წლიდან ჯილდოს მფლობელი რომანისტი, ნიუ-იორკ ტაიმზის ყველაზე გაყიდვადი ავტორი და სცენარისტი . ის არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ავტორს შორის, რომელმაც ორჯერ მიიღო რომანტიკულ რომანისტთა ასოციაციის წლის რომანტიკული რომანის ჯილდო. მისი ნამუშევრები ითარგმნა ოცდარვა ენაზე [4] and have sold over 40 million copies worldwide.[5] და გაიყიდა 40 მილიონზე მეტი ეგზემპლარი მთელ მსოფლიოში.
ბიოგრაფია
პოლინ სარა-ჯო მოიესი დაიბადა 1969 წლის 4 აგვისტოს [6] მეიდსტონში, [7] ინგლისი. [8]
უნივერსიტეტში სწავლამდე მოიესი რამდენიმე სამუშაოს ასრულებდა: ის იყო ნატვესტში ბრაილის შრიფტით დაწერილი ტექსტების მბეჭდავი უსინათლოებისთვის, ბროშურის ავტორი Club 18-30- ისთვის და მცირე ხნით მიკროავტობუსის კონტროლიორი. ლონდონის უნივერსიტეტის ჰოლოუეის სამეფო კოლეჯში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის დროს მოიესი მუშაობდა Egham and Staines News- ში. [9]
მან მოიპოვა ჟურნალისტის ხარისხი სიტის უნივერსიტეტიდან, [10] ასევე, ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო ჰოლოვეისა და ბედფორდის ნიუ კოლეჯში. [11]
მოიესმა მიიღო სტიპენდია, რომელიც დაფინანსებული იყო გაზეთ Independent-ის მიერ, რამაც მას საშუალება მისცა დასწრებოდა საგაზეთო ჟურნალისტიკის ასპირანტურ კურსს ქალაქის უნივერსიტეტში 1992 წელს იგი შემდგომში მუშაობდა The Independent- ში მომდევნო 10 წლის განმავლობაში (გარდა ერთი წლისა, როდესაც მუშაობდა ჰონგ კონგში Sunday Morning Post- ისთვის) სხვადასხვა პოზიციებზე: 1998 წელს გახდა ახალი ამბების რედაქტორის ასისტენტი, [12] 2002 წელს გახდა გაზეთის ხელოვნებისა და მედიის კორესპონდენტი.
მწერლობის კარიერა
სამწერლო კარიერის დასაწყისში, [13] მოიესმა დაწერა სამი ხელნაწერი, რომლებიც თავიდანვე უარყვეს. ერთი შვილით, მეორე ჩვილით და ჟურნალისტის კარიერით, მოიესმა საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, რომ თუ მის მეოთხე წიგნზე უარს იტყოდნენ, ის შეწყვეტდა ძალისხმევას. მისი მეოთხე წიგნის პირველი სამი თავის სხვადასხვა გამომცემლებისთვის წარდგენის შემდეგ, ექვსმა მათგანმა დაიწყო ბრძოლა უფლებებისთვის.
მოიესი სრულ განაკვეთზე რომანისტი გახდა 2002 წელს, როდესაც გამოიცა მისი პირველი წიგნი "Seltering Rain" . ის აგრძელებს სტატიების წერას The Daily Telegraph- ისთვის. [14]
მოიესის გამომცემელმა, Hodder & Stoughton-მა, არ აიღო 2012 წლის რომანი მე შენამდე და მოიესმა იგი მიყიდა პინგვინს . გაიყიდა ექვსი მილიონი ეგზემპლარი, დაიკავა ნომერ პირველი ადგილი ცხრა ქვეყანაში და აღადგინაწინა კატალოგი, რის შედეგადაც მისი სამი რომანი ერთდროულად მოხვდა New York Times-ის ბესტსელერების სიაში. [15][16] მოგვიანებით მოიესმა დაწერა მე შენამდე ორ გაგრძელებად: შენს შემდეგ 2015 წელს და მაინც მე 2018 წელს [17]
2013 წელს გამოცხადდა, რომ მაიკლ ჰ. ვებერი და სკოტ ნოისტადტერი დაიქირავეს მე შენამდე-ს ადაპტაციის დასაწერად. [18] 2016 წელს გამოვიდა ფილმის ადაპტაცია მე შენამდე, ხოლო სცენარი დაწერა მოიესმა. [19]
2018 წელს მოიესმა 120,000 ფუნტი დააბანდა Quick Reads Initiative- ში, ზრდასრულთა წიგნიერების პროექტში. მისმა ინვესტიციამ პროგრამას კიდევ სამი წლის დაფინანსება მისცა. [20] მისი წიგნი, პარიზი ერთი და სხვა ისტორიებისთვის, არის 2015 წლის სწრაფად წაკითხვადი კრებულის ნაწილი, [21] და მან თავისი წვლილი შეიტანა მოკლე მოთხრობით A Fresh Start- ში, 2020 წლის სწრაფად წაკითხვად კოლექციიდან. [22]
ლიტერატურული გავლენა
მოიესის საყვარელი წიგნი ბავშვობაში იყო ენიდ ბაგნოლდის National Velvet . [13] ის შთაგონებულია ისეთი ავტორებით, როგორებიც არიან ნორა ეფრონი, ,[23]
მარიან კიზი, ლიზა ჯეველი, ჯონათან ტროპერი, და ჯეინ ოსტინი . [4]
პირადი ცხოვრება
მოიესი ცხოვრობს ფერმაში დიდ სემპფორდში, ესექსი, მეუღლესთან, ჟურნალისტ ჩარლზ არტურთან და სამ შვილთან ერთად. [24][25] მის ცხოველებს შორისაა ყოფილი დოღის ცხენი [23] და გადარჩენილი მდედრი პირენეული მთის ძაღლი . [26]
ლიტერატურა
რომანები
Sheltering Rain, AKA Return to Ireland (2002) ISBN0060012897
Paris for One and Other Stories (2015), collection of 10 short stories and 1 novella: ISBN0735221073
"Paris for One", "Between the Tweets", "Love in the Afternoon", "A Bird in the Hand", "Crocodile Shoes", "Holdups", "Honeymoon in Paris" (novella), "Last Year's Coat", "Thirteen Days with John C", "Margot", "The Christmas List"