ჯოელ შუმახერი (ინგლ. Joel Schumacher ( ; დ. 29 აგვისტო , 1939 , ნიუ-იორკი — გ. 22 ივნისი , 2020 , იქვე) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, რომელიც აქტიური იყო 1970 -2010 -იან წლებში.
დაიბადა და გაიზარდა ნიუ იორკში , ნიუ-იორკის შტატში . ოთხი წლის ასაკში გარდაეცვალა მამა. პარსონსის დიზაინის სკოლის დამთავრების შემდეგ გახდა Revlon -ის მოდის დიზაინერი.[ 1] [ 2] მოგვიანებით კინოწარმოებით დაინტერესდა.
ადრეულ წლებში იყო ფილმების კოსტიუმების დიზაინერი, ისეთების როგორებიცაა „Play It as It Lays“ (1972), „ბოლო კრუიზი გემ „შილაზე“ (1973),[ 3] „მძინარე“ (1973), „შეყვარებული ბლუმი“ (1973),[ 4] „მეორე ავენიუს ტყვე“ (1975) და „ინტერიერი“ (1978).[ 5] [ 6] 1974 წელს იყო ფილმ „მკვლელი ფუტკრების“ დამდგმელი მხატვარი. 1976 წლიდან კინოსცენარების წერა დაიწყო. 1981 წელს გადაიღო პირველი ფილმი „დაუჯერებელი ქალი“ , ხოლო ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ფილმებიით — „წმინდა ელმოს ჩირაღდანი“ (1985) და „დაკარგული ბიჭები“ (1987). 1995 წელს დაინიშნა ფილმის „ბეტმენი სამუდამოდ“ რეჟისორად, ამას მოჰყვა გაგრძელება „ბეტმენი და რობინი“ (1997), რომელიც მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ ცუდ ფილმად კინოს ისტორიაში. 2004 წელს გადაიღო მუსიკალური დრამა „ოპერის მოჩვენება“ , რომელიც დაფუძნებულია ენდრიუ ლოიდ ვებერის ამავე სახელწოდების მიუზიკლზე.
2019 წელს ჯოელ შუმახერს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. გარდაიცვალა 2020 წლის 29 აგვისტოს , ნიუ-იორკში , 80 წლის ასაკში,
რეურსები ინტერნეტში
სქოლიო
↑ „Young U.S. Designers Say Paris Has Had It“ . The Corpus Christi Caller-Times . May 6, 1965. p. 20. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 24, 2020. ციტირების თარიღი: სექტემბერი 27, 2020 – წარმოდგენილია Newspapers.com -ის მიერ.
↑ „They're Egotistical But Lack Confidence“ . Hartford Courant . May 19, 1966. p. 38. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 24, 2020. ციტირების თარიღი: სექტემბერი 27, 2020 – წარმოდგენილია Newspapers.com -ის მიერ.
↑ „Schumacher To Design Clothing“ . Clarion-Ledger . December 8, 1972. p. 51. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 23, 2020. ციტირების თარიღი: სექტემბერი 27, 2020 – წარმოდგენილია Newspapers.com -ის მიერ.
↑ „Futuristic 'Sleeper': A Film With Behind-Times Costumes“ . The Los Angeles Times . January 1, 1974. p. 62. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 23, 2020. ციტირების თარიღი: სექტემბერი 27, 2020 – წარმოდგენილია Newspapers.com -ის მიერ.
↑ „Joel Schumacher, Director of Batman Films and ‘Lost Boys,’ Dies at 80“ . Variety . June 22, 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 24, 2020. ციტირების თარიღი: სექტემბერი 27, 2020 – წარმოდგენილია Newspapers.com -ის მიერ.
↑ „The Time Of The Cuckoo“ . The Los Angeles Times . March 10, 1974. p. 495. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 25, 2020. ციტირების თარიღი: სექტემბერი 27, 2020 – წარმოდგენილია Newspapers.com -ის მიერ.